Chapter 5

628 53 2
                                    

დილა მაღვიძარის ხმით არ დაწყებულა, რადგან გუშინ მაღვიძარას ჩემს საწოლში ეძინა.
-ემა, ადექი თორემ დაგაგვიანდება.
თვალები გავახილე და დავინახე ენდი, რომელიც საწოლზე, ჩემს წინ იდგა, დოინჯი შემოერტყა და მიყურებდა. სიცილი ამიტყდა. რაზეც ენდი გაღიზიანდა და ბალიში მესროლა.
-ღმერთო, ენდ, ვდგები მაცადე.
დილა საკმაოდ პოზიტიურად დაიწყო. მთავარი იყო როგორ გაგრძელდებოდა. აბაზანაში შევედი. შემდეგ გამზადება დავიწყე, ჩანთა უნდა ამეღო და სახლიდამ გავსულიყავი, როცა მანქანის გაუთავებელი სიგნალი გავიგონე. ენდი კიბეზე გიჟივით ჩამორბოდა და ყვიროდა რა მოხდაო, მე კი კარის გასაღებად მივედი და დავინახე ჰარის მანქანა. ის წინ იყურებოდა და ისევ ასიგნალებდა. ახლოს მივედი და დავუყვირე.
-გეყოფა ჰარი აქ ვარ.
-მადლობა ღმერთს.  ისე არ გიფიქრია, რომ მანქანა იყიდო?
თქვა და გაზს დაადგა. ენდის გავხედე, რომელიც კარში იდგა და გაოგნებული სახე ჰქონდა.
ცოტახნში კი მესიჯი მომივიდა.
-არ მითხრა, რომ ეს ის ჰარია, რომელზეც მიყვებოდი.
-ხო, ეგაა.
-ღმერთო, გეთქვა, რომ ასეთი სიმპატიური იყო და მე დავიწყებდი მსახიობობას. ჩემს უფროსსაც კი გადაუჯოკრა.
ხმამაღლა გავიცინე და ტელეფონი ჩანთაში ჩავიდე.
-ვინ არის, შეყვარებული?
ეშმაკურად გამომხედა, როგორც სჩვევია ხოლმე.
-შენი საქმე, რომ იყოს აუცილებლად გეტყოდი, მაგრამ სამწუხაროდ არაა.
-შენთვის უთქვამთ, რომ ძალიან მწარე ენა გაქვს?
-შესაძლოა.
გავიღიმე და ჰარის გავხედე, მგონი მართლა სიმპატიური იყო.
გადასაღებ მოედანზე მივედით. რეჟისორი ვნახე და მალევე დავიწყეთ გადაღებები. დღეს ჰარისთამ ერთად სცენები არ მქონდა. დღეს მე და ჩემს ოჯახს ვიღებდით. რეჟისორი ხშირად მაძლევდა შენიშვნებს და ყველანაირად ხელს მიწყობდა ყველაფერში. უამრავი სცენა გადავიღეთ, რადგან ხშირად ტექსტი გვავიწყდებოდა ან რეჟისორს არ მოსწონდა რომელიმე სცენა. ეს გუშინ არ მომხდარა, რადგან სალაპარაკო არც ისე ბევრი გვქონდა და მე და ჰარი ასე თუ ისე კარგად ვთამაშობდით ჩვენს როლებს. არაჩვეულებრივი მშიბლები მყავდა ფილმში, თბილები და ტკბილები, ვცხოვრობდით ულამაზეს სახლში და გვქონდა ლამაზი ეზო. მე მყავდა ასევე პატარა და, რომელიც ძალიან საყვარელი იყო.
ჰარიც თვალს ადევნებდა გადაღებებს, ჩემს შემდეგ კი მის ოჯახს გადაიღებდნენ და მათ ცხოვრებას. ჩემი გადაღებები დასრულდა და შვებით ამოვისუნთქე. რეჟისრომა შემაქო მიუხედავად იმისა, რომ გადაღებების დროს უამრავი შენიშვნა მომცა. შემდეგ ხვალინდელი გადაღებისთვის სასწავლი ტექსტი გამოვართვი და ჩანთაში ჩავიდე, ცოტახანს ჰარის გადაღებებს დავესწარი, მაგრამ დაღლილობამ მძლია და სახლში წასვლა გადავწყვიტე, რადგან ბევრი ტექსტი მქონდა სასწავლი, ასევე ყავა არ მქონდა დალეული და საშინელი თავის ტკივილი დამეწყო. გზა ფეხით გავიარე და უახლოეს კაფეში შევედი. ყავა და ნამცხვარი შევუკვეთე. ყავის ერთი ყლუპის დალევის შემდეგ შვება ვიგრძენი. ჩემს ტექსტს ვუყურებდი, რომელიც ხვალ უნდა გადაგვეღო. ეს ძალიან რომანტიული სცენები იყო. აქ მე და ალექსი (ჰარი ვის როლსაც თამაშობს) ვლაპარაკობდით, როდესაც შემთხვევით შევხვდით ბიზნესმენთა ვახშამზე. ვლაპარაკობდით სიმდიდრეზე და ცხოვრებაზე, ადამიანებზე და სიყვარულზე. შემდეგ კი ვახშმიდან ჩუმად გამოვიპარეთ და ქუჩებში მშვიდად დავდიოდით. ვსაუბრობდით ზოგად საკითხებზე. ალექსი ჩემგამ რადიკალურად განსხვავებული ადამიანი იყო, მას ყველაფერზე სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდა, მე კი სხვანაირი. ერთადერთი რაშიც ჩვენი აზრები დაემთხვა ეს იყო სიყვარული. ამის შემდეგ კი არაფერი აღარ ხდება გარდა სიჩუმის და შემდეგ ჩემი სწრაფად სახლში წასვლის. ცოტახანს ამ ნაწილზე ვფიქრობდი, შემდეგ კი მივხვდი, რომ მე და ჰარიმ ხვალ ერთმანეთს უნდა ვაკოცოთ.

Movie & Reality (H.S) Where stories live. Discover now