თავი 4

1.7K 77 15
                                    

ჩემი თავი მაკვირვებდა. როგორ ვეხმარებოდი ბიჭს რომელიც, რამოდენიმე საათის წინ მთელი არსებით მეზიზღებოდა.
როცა ძინავს მეტისმეტად  მშვიდი სახს აქვს. ლაამპიონები მისი სახის ნაკვთებს საკმაოთ კვეთავდა.
ახლა შევამჩნიე რომ სწორ ცხვირზე რამოდენიმე ჭორფლი ჰქონდა მიმოფანტული. თურმე ატმისფერი ტუჩები და ბიჭისთვის უჩვეულოდ გრძელი წამამებიაქ. ხორბლის ფერი კანი და მეტისმეტად ხვეული თმა.
იმდენად რბილი ჩანდა მისი კულულები, მომინდა შევხებოდი.
ასეც მოვიქეცი. ჩემ სურვილებს იშვიათად ვეწინააღმდეგები, შეიძლებ ესეც იყო მიზეზი მისი დახმარების.
მის თმაში ჩემი სუსტი მტევანი ნელა შევაცურე და წრიული მოძრაობით ვეფერებოდი. ეღიმებოდა. არვიცი რატომ მაგრამ, მომწონდა თუ როგორ ეჩხვლიტებოდა ლოყები გაღიმებისას.
მისი ღიმილი დასტური იყო იმისა რომ ეღვიძა.
ჩემს ქმედებაზე გათამამდა და ხელი მუხლზე დამადო. დამაჟრიალა.
-ვიცი რომ გღვიძავს, და ისიც ვიცი რომ განზრახ შემეხე.-ამჯერად მე გამოვიჭირე ჩვენი კულულა ბიჭი.
-ისევე როგორც შენ.- ყურებამდე გაიღიმა და მუხლზე თითები ამითამაშა.
შევკრთი, დამაჟრიალა. ამიტომ მისი ხელი მალევე მოვიშორე მუხლიდან და მის თმასაც მოვშორდი. აი ამჯერად არდაგიმალავთ და გეტყვით რომ საკუთარ სურვილს შევეწინააღმდეგე.

ტაქსი კორპუსთან გაჩერდა და განმიცხადა მოვედითო. ფული გადავუხადე და წვალებით გადავიყვანე მოდებაძე ტაქსიდან. ჩემთავს ვეკითხებოდი, რატო ვიტანჯავ ამ იდიოტის გამო თავსთქო.
კორპუს დატანჯული სახით ავხედე და ვლოცულობდი ლიფტი იყოსთქო.
კვლავ ჩემზე იყო დაყრდნობილი და ფეხაკრებით მომდევდა.
-სად მივიდვარ ეგ მაინც მითხარი.
-8 სართულზე, ნაცრისფერი კარია.
-ნაცრისფერი ჩემი საყვარელი ფერია.-ზედმეტი ყოყყმანის გარეშე შევედი სადარბაზოში და მადლობა ღმერთს ლიფტი მუშაობდა.
როგორც ყველა სულელს მასაც ხალიჩის ქვეშ ჰქონდა მიგდებული გასაღები.
სახლში წუწუნით შევიყვანე და დივანზე უხეშად მივაგდე.
დაიკრუსუნა.
-ააუ ცოტა ბრთხულად-სახეზე ხელი აიფარა და ფეხები დივნის თავზე შემოაწყო.
-მეჩვენება თუ პრეტენზიები გაქ?
-გეჩვენება.-დივანზე წმოჯდა და მზერა ჩემკენ მომართა. მეკი სულგანაბული ვათვარიელებდი მათე მოდებაძის ავლადიდებას.
-მორჩი თვალიერებას და მიშველე
-უკვე გიშველე. არფიქრობ რომ  შენ ცხოვრებაში გამოჩენილი სასწაული ვარ?-ღიმილით შევტრიალდი მსიკენ.
-ამბიციური ბრძანდები ქალბატონო. მიდი ტელევიზორის დაბლა კომოდშია სამედიცინო რაღაცეები.-სახე დავმანჭე
-არვაპირებ სისხლები გწმინდო.-ხელები გადავაჯვარედინე  და თავი მტკიცედ გავიქნიე.
-მიდი რაა დაწყებული ბოლომდე მიიყვანე.-თვალები გადავატრიალე და მის თხოვნას დავემორჩილე. ნუ მკითხავთ რატომ.

მელანქოლიაWhere stories live. Discover now