ისევ შევხვდით..

1.4K 66 5
                                    

მისი შეხება ვიგრძენი. თითქოს რაღაცამ შეგიბყროო ისეთი გრძნობა მქონდა. თითქოს მონატრება უმალვე დაიმალა და სიხარული გამეფდა სხეულში. ცრემლები მომწავა გაუაზრებლად. თითქოს მიმსა შეხებამ ბზარები შეავსო. მაგრამ ვერ ვხვდებოდი. მაინც ვერ ვხვდებოდი ეს ცრემლები სიხარულის იყო თუ სინანულის. შიშის თუ ბედნიერების.
არ ვტრიალდებოდი. არმინდოდა ჩემი ცრემლები დაენახა. ძლივს ვაჩერებდი ამ მარილიან წვეთებს თვალის უპეებში. გაშეშებული ვიდექი და ჩემი გულის ცემას ვუგდებდი ყურს. ისიც დუმდა. ნეტავ რას ფიქრობდა. არ ჩქარობდა მეორე ნაბიჯის გადმოდგას, ალბათ ჩემგან ელოდა ამას.
მაინც ვიგრძენი მოძრაობა. მაინც შემატრიალა მისკენ. სევდიანი თვალები ჰქონდა. ისეთი რო თვალებშივე ამოიკითხავდი, არაფრის თქმა არ შემიძლიაო.
მელანქოლია მომაწვა. შავმა ნაღველამ მიხმო როდესაც მის თვალებს ჩავუღრმავდი. ხმას არ იღებდა. ალბათ პასუხებს ელოდა კითხვებზე რომელსაც ვერ წარმოთქვამდა.
ვუყურებდი... ისკი მე მიყურებდა..
ძლიერად ამოიოხრა და ახლა უკვე ორივე ხელი მომკიდა. თავი ჩავქინდრე. მინდოდა ლაპარაკი დაეწყო.
- ისევ წასვლას აპირებდი!? ისევ მიტოვებას? ან რომელ მიტოვებაზეა საუბრაი როცა იმ დღეს მართლა წახევდი. შიგნიდანაც და გარედანაც განადგურებული დამტოვე. სახეში მიყურებდი და კვლავ იორნიით მელაპარაკებოდი. ცხოვრება გამინადგურე ანა.
დაინახე როგორ მტკიოდა, როგორ მიჭირდა... მაინც წახვედი.
რომ შემეშინდა, შენ დაგიძახე. უკან გამოვტრიალდი რომ წასვლის უფლება არ მომეცა შენთვის. ვყვიროდი... მეგონა, ვერ გაგაგონე. თვალები დავხუჭე. იქნებ ასე მაინც დამენახე. იქნებ როგორმე მეგრძნო, რომ ჩემთან იყავი. რომ ვერ გიპოვე, მთელი ხმით ვყვიროდი.
მაინც არ გამოჩნდი.
იცოდი, შენს გარდა ვერავინ დამეხმარებოდა, მაგრამ უბრალოდ გაქრი. მე კი მეგონა ჩემთან იყავი.
მოღალატე ხარ!
როგორ გაბედე?! როგორ დამტოვე?!
მე შემაგინეს, მე დამამცირეს, დამცინეს და მასხრად ამიგდეს.
ყველაფერი რომ დამთავრდა, მარტო დავრჩი.
ცამ პირი დააღო. ჯერ ერთი ცივი წვეთი დამეცა, მერე მეორე, მესამე, მეოთხე...
დიდხანს ვითვლიდი ცის გაყინულ ცრემლებს არ ვიცი სადამდე ავედი. ვიდექი, ვსველდებოდი, ზეცის ღრიალს ვუსმენდი და საკუთარ ხმას ვაყოლებდი...
შემდეგ სახლში მოგაკითხე.
მამაშენი დამხვდა, ვკითხე სად იყავი. მანკი მითხრა რომ წახვედი და კარები სახესთან მომიჯახუნა.
მაგრამ ყველაზე უარესი ის იყო რო ვიაზრებდი გოგო რომლის გამოც სიყვარული ვიწამე გაქრა და მიმატოვა.
- რატომ მეძებდი.
- რადგან უშენოდ მგონი მოვკვდები. კიდევ ვერ ხვდები!? კიდევ მეიაზავები?- ძლიერად ამოისუნთქა. ცრემლიანი თვალების აღქმაზე ჩაეღიმა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია. ცრემლებს ნელა მაშორებდა.- არაუშავა. ათასჯერ რომ დამჭირდეს, ათასჯერვე თავიდან დაგედევნები და ათასჯერვე გეტყვი, გეტყვი თუ როგორი ძლიერია სიყვარული რომელიც მოგიძღვენი, შენ რომ ირონიით უყურებ მუდამ.
-მენატრებოდი.- აღიარებაზე ცრემლებმა უკვე ღაპაღუპით დაიწყო დენა. პირში სიმლაშე ვიგრძენი. ძლიერად ჩამეხუტა. ალაბთ რომ არ ჩამხუტებოდა ადგილზევე დავიცლებოდი და გავიფანტებოდი.
- ნუ ტირი ანა, უკვე მორჩა ყველაფერი და შეგიძლია მონატრება შეხებით გააქარწყლო.

მელანქოლიაWhere stories live. Discover now