თავი 11

1.4K 62 4
                                    

ჩემს ცხოვრებაზე მეთვითონ ვკაიფობ. ჩემს არადალაგებულ გრძნობებზე, რომლებიც თავისით ირევიან. საკუთარ თავს ვეღარ ვუსწორდები. ჩემ მეორე მეს ვუყურებ და ვეღარ ვცნობ ვინარის.
ჩამოუყალიბებელ პატარა გოგონას ვხედავ, რომელსაც ვნება და ზიზღი ჰგონია წამალი. ცხოვრება თანდისთან მერევა. ყველაფერი ერთმანეთს უჩვეულოდ ეცვლება როგორც წვიმამდე აფორიაქებული ღრუბლები. არმჯერა რომ ეს მევარ.
არც ვარ კარგად.
გეფიცებით არ ვარ კარგად და როგორ მინდა მიფათუროთ სულში ხელები, რომ იქნებ რამე დაალაგოთ. რომ დაინახოთ საკუთარ თავს როგორ ვეცლები. არმინდა ამას მარტო მე ვგრძნობდე, ასე შიგნიდან ვიხრჩობი. არავინ არ იცის ამ ყველაფერზე, მათემაც კი. მაგრამ მათეს როგორ არ ეცოდინება როცა მან გამოიწვია ეს არეულობა ჩემში.

ესყველაფერი იმდენად უცნაურია რომ, ხანდახან მგონია ვიღაცის სიზმარში ვარ. მას სძინავს დიდი ხნით მეკი მინდა რომ გაიღვიძოს და გავთავისუფლდე. მისი სიზმარი არის კოშმარული. უჩვეულოა როცა დაბნეულ მომღიმარ გოგოს ხედავ რომელიც ჯერკიდევ ვერ გარკვეულა რა სურს. რომელიც სხვის ცხოვრებაში იქექება რათა თავისმა არ ჩაითრიოს. როგორცკი საკუთარ ცხოვრებას ვუფოქრდები ყველაფერი უბრალოდ არეული მეჩვენება. მათი დალაგება კი არშეიძლია, ან უბრალოდ არვიცი როგორ უნდა ვქნა. და თუ მართლა სიზმარში ვარ, ან თუ არ ვარსებობ და მკითხველის ილუზია ვარ. ადამიანო უბრალოდ გემუდარები რომ გაიღვიძო და გამიშვა. ან უბრალოდ გზა მანახო.

პატარა ვიყავი როცა დედა გარდამეცვალა. მამამ მითხრა რომ ღრუბლებში იყო და პატარა ფრთიანი ადამიანები უვლიდნენ.
მის ნაკულობას ყოველ ღამე ვგრძნობდი. მახსოვს პატარა ღრუბლები ამოვჭერი ქაღალდისგან და საწოლთან გავაკარი. მეგონა ან მინდოდა რომ დედა ჩემს თეთრ ღრუბლებში გადმოსახლებულიყო.
ერთი ღრუბლები ცრემლებისგან დამისველდა. ყველაზე მეტად მაშინ შემეშინდა. მეგონა რომ გეგმა არ გაამართლებდა გაფუჭებული ღრუბელის გამო.

მელანქოლიაWhere stories live. Discover now