თავი 15

1.2K 64 1
                                    

ნუ რათქმაუნდა ერთად წავედით მე და ნუცა თამაშზე. ის სიხარულით მიქროდა, მეკი ტრაკს ძლივს ვწევდი სიზარმაცისგან. მალევე მაკოც შემოგვიერთდა.

უკანა რიგებში დავჯექით. თვალები მეხუჭებოდა, ალბათ ძილი არ მეყო.
-აი ისს აიიი- ნუცამ როგორც შჩვევია ჯანჯღარით გამომაფხიზლა.
- მშვიდადდ.
საშტვენის დაჭექვა და მატჩის დაწყება ერთი იყო.
ზანტად ვუყურებდი თამაშს.
პირველი ტაიმი 0:0 დამთავრდა. დათმობაზე არცერთი მიდოდა.
- წამოდი გასახდელისკენ
- შენ ხოარ ჩააწე- ისა წამომაფრინა და წამიყვანა აზრიც არ მკითხა.
მურმანას ეკალივით დავდექი. მაკო გვერძე მედგა და ბედნიერ ნუცას გაჰყურებდა რომელიც თავსი ბიჭს ეფლირტავებოდა.
10 წუთზე მეტი ვიდექი.
კედელს მიყრდნობილი მათ ფლირტს ვუგდებდი ყურს.
- აუ ის რა სიმპატიურია.- დეაკომ წარბების ათამაშებით გაიხედა გასახდელიკენ, საიდანაც მოწინააღმდეგეები გამოდიოდნენ. წყალი მოვიყუდე.
- რომელი
- აი ის- თავი შემატრიალებინა.
ლოყებში დაგროვილი წყალი პირდიან ისე გამოვასხი რამის დავიხრჩე. როგორც ჩანს მაკო მათე მოდებაძით მოიხიბლა. აქ რა ჯანდაბა უნდოდა!?.
- სულ გავიწუწე რაჯანდაბაა.- ყველა მე მიყურებდა. სიცილზე გუნდიც შემოტრიალდა ჩემკენ.
ჩემი და მათეს თვალები ეეთმანეთს შეხვდნენ. თმა გადაეპარსა და ოდნავ წამოსვლოდა ღერები. მის სახეს კარგად კვეთთდა. ვაფშე სხვანაირს აჩენდა. მასში ხომ ასე ძაან კულულები მომწონდა. კულულაც კი შევარქვი. მანკი მთლიანად გააქრო ადგილი სადაც ვეფერებოდი.
ტანში ჟრუანტელმა დამიარა. დაჟინებილი მიყურებდა და გაყინული იდგა.ჩემს წინ ოდნავ მოშორებით იდგია.. არ შემშლია, ან როგორ შეიძლებოდა რომ სხვაში შემშლოდა?! ის არის, ჩემს წინ დგას და არაფერს ამბობს, მხოლოდ მაკვირდება, როგორც მე მას... არ შეცვლილა ზუსტად ისეთივეა სახეზე როგორიც რვა თვის წინ.
გავშეშდი. ერთ ადგილას ვარ მიჯაჭვული და მის თვალებს მივშტერებივარ, წარსულის ყველა დეტალი თვალწინ მიდგება, ისევ ემოციების მოზღვავებას ვგრძნობ და ვცდილობ თავი შევიკავო მათი გამომჟღავნებისგან.. ის ისევ დგას ჩემს წინ და უხმოდ მაკვირდება.. თითქოს რაღაცის თქმა უნდა და ვერ ან არ ამბობსო.. მინდა გვერდი ავუარო და გზა განვაგრძო, თუმცა არ შემიძლი.. მინდა ზურგი შევაქციო და გავიქცე მაგრამ არც ეს შემძლია.. დღემდე, ისევ არსად შემიძლია წასვლა, როდესაც ის ჩემს თვალებში ყურებას არ წყვეტს.. მიყურებს.... და ვუყურებ... ვუყურებ და ისევ ახლიდან მათში ვიკარგები, თვალებში სადაც სხვა სამყაროს ვხედავ. ჩემს და მის სამყაროს, რომელსაც ჩვენს გარდა სხვა ვერავინ დაინახავს..
ვუყურებ და ვხვდები, რომ ამ თვეებმა ეს თვალები, ვერ დამავიწყა კი არა, უფრო მეტადაც კი შემაყვარა.
- წამოდი შეჩემა რას გაშეშდი.- ბიჭები ეღლაფუცუნებოდნენ ის კი არცკი ტოკავდა.
თვალის კონტაქტმა დიდხანს გასტანა. და სწორედ მაშინ როცა ჩემკენ გადმოდგა ნაბიჯები უკან დავიხიე. ჩემს ქმედებაზე არ ჩერდებოდა და ნელა მოიწევდა.
შიშმა მიბყრო. უბრალოდ არ მინდოდა მისი ასე დაუგეგმავად შეხვედრა. ისიცკი არ ვიცოდი რას ვეტყოდი და უბრალოდ გავიქეცი.
სწრაფი ნაბიჯებით ავედი სკამებისკენ და ჩავიმალე. მუცელში უცნაური გრძნოვა მქონდა. თითქოს მკვდარი პეპლები გაცოცხლებულიყო. მისი ჭორფლები მომნატრებოდა. მინდოდა გაეღიმა რათა მისი ჩაჩხვლეტილი ლოყები დამენახა. ამას ხომ ყოველ ღამე ვნატრობდი.
მეორე ტაიმი იწყებოდა. მოდებაძე აქეთ იქით იყურებოდა. ალბათ მე მეძებდა. იმდენად ჰქონდა ყურადღება გაფანტული მისკენ ნასროლი ბურთიც ვერ დაიჭირა.
- რაგჭირს შენ შიგხოარგაქ.- მისმა ტრენერმა დაშტვინა.- მოდებაძე ყურადღებით.
რატომღაც ფეხებზე ეკიდა ყველა მათგანი, თავისას აგრძელებდა. ყველა სკამის მიმოხილვისას ჩემს რიგსაც მოადგა. როგორცკი დამინახა ყბა დაეჭიმა. ტუჩები გაილოკა და გუნდისკენ შეტრიალდა.
- თქვენთან ვარ- ხმამაღლა დაიყვირა და ბურთი მოიქცია ხელებში. დაძაბული თამაში იყო.
2:2 იყო ანგარიში. ყველაფერი ბოლო წუთებით წყდებოდა.
მათე სერიოზული სახით მაპარებდა მზერას. მწყობრში ჩადგნენ შემუშავებული გეგმის განსახორციელებლად. კვლავ მიყურებდა და ამდენი ხნის შემდეგ პირველად გაიღიმა. აი ის ნაჩხვრეტები რომელსაც ვნატრობდი. ტუჩებზე ხელი მიდო, ჰაეროვანი კოცნა ისე გამომიგზავნა როგორც კალათბურთში აგდებს ხოლმე ბურთს. ცახცახმა ამიტანა. ბურთი მათეს ჩაუპასეს და წინ მიიწევდა. დაძაბული ვიყავი. არა თამაშის გამო, არამედ მისი ღიმილის და კოცნის გამო. დაუფიქრებლად წამოვდექი სკამიდან და გასასვლელისკენ გავემართე.
-მოდებაძე მიდიიი.- უკან გავიხედე მათე კალათთან ახლოს იდგა და ჩაგდებისთვის ემზადებოდა ყველას მოგერიებამდე.
კვლავ იმ ადგილისკენ გაიხედა სადაც ვიჯექი, რომ ვერ დამინახა უცნაური მიმიკა მიიღო. თვალი გამოაყოლა და გასასვლელისკენ შეაჩერა მზერა. ხალხი რომელიც მის სახელს სიხარულით და აჟიოტაჟით გაჰყვიროდა, მოულოდნელად გაქრა. ყველა დადუმდა. არმესმოდა მათთვის საყვარელო ფრაზები. ხოდა ეგრეე, გოოლ ან თუნდაც გამოიღეთ.
ბურთის დაბლა დაცემის ექო გავიგონე
- სად მიდიხარ ბიჭო ხოარ გამოყლევდი.- ანერვიულებული მწვრთნელი ბოლო ხმაზე უყვიროდა.
უბრალოდ მივდიოდი. ისე რომ არ ვჩერდებოდი. როგორცკი კარებისკენ გადავდგი მარჯვენა ფეხი ვიღაცამ ხელზე ჩაბღაუჭებით გამაჩერა.

მელანქოლიაWhere stories live. Discover now