თავი 14

1.2K 54 3
                                    

იმის შემდეგ რვა თვე გავიდა. ზედმეტად უნტერესო და დეპრესიული იყო რვავე თვე. აი ის გრძნობაა სიცარიელეს რო გრძნობ და ვერ ავსებ. რაღაც რომ გინდა და არიცი რაგინდა. ალაპარაკებულ ბრბოს კი გამოვექეცი მაგრამ თავს წყნარად მაინც ვერ ვგრძნობ. ბათუმი რომელიც ერთ დროს ჩემი პირველი ვნების ბუდე იყო, ახლა უკვე უბრალო საცხოვრებელი გახდა. ყველაფერი ისე ხდებოდა როგორც თბილისში. ადექი, ჭამე, ისწავლე, დაიძინე. მეტი არაფერი. ასეთი მოსაწყენი ჩემი ცხროვება არასდროს ყოფილა. არც წერის სურვილი მქონდა. დრო გადიოდა მეკი იგივე ვრჩებოდი. იგივე ნაგავი რომელიც უბრალოდ ხუნდება და ფერს იცვლის.
ბათუმში შემობიჯების თანავე ნოსტალგია მომაწვა. მათესთან გატარებული დღეები მახსენდებოდა. მწვანე მინდორი, ზღვა, მაღალი მუსიკა და ასშ.
იცით, საკმაო დრო მქონდა რომ მის სიტყვებზე და ჩემს გრძნობებზე დავფიქრებოდი. მაგრამ რაღა აზრი ქონდა თუ ყველაფერი დამთავრდა. სასაცილოა სინანული როცა მტკიცედ დასვი წერტილი. გრძნობებს რომ შევავლე თვალი რაღაც ვიგრძენი. არვიცი ალბათთ
მონატრება? იცით რა გრძნობაა? აი წარმოიდგინეთ.
მონატრებისგან სული რომ გაგეყინება და გახსენებისას ტკივილისგან ხრიალს დაიწყებ, აი მაშინ არის გრძნობა ნამდვილი... სისულელეა წარსულ დროში საუბარი, ის რაც იყო არასოდეს გაქრება და თუ გაქრა გამოდის არც არსებულა... გრძნობები იყინებიან, მაგრამ არ ქრებიან, ისევე როგორც მოგონებები ილექებიან სულში და დროგამოშვებით გვახსენებენ თავს... ამოხეთქავენ მონატრების სახით და ჭკუიდან გადადიხარ, იხრჩობი, სუნთქვა გიჭირს და არ იცი რით დაეხმარო საკუთარ თავს... პატარა ბავშვივით იწყებ გულამოსკვნილი ტირილს და არ გინდა ვინმემ გაგიგოს... წამით მაინც შეგამჩნიოს სისუსტე... შენ ხომ ძლიერი ხარ... შენ ხომ ყველაფერი შეგიძლია...
ზოგჯერ კი როგორი მომაბეზრებელი ხდება ეს სიძლიერეც და გიპყრობს სურვილი სისუსტის... როგორ გჭირდება დროგამოშვებით სხვისი მზრუნველობა და შეგრძნება უმწეობის... გჭირდება ვიღაცის ძლიერი მხარი რომ დაეყრდნო, წამით მაინც მისცე თავს უფლება იყო ის რაც ხარ... ზოგჯერ იმასაც კი ფიქრობ რომ იპოვე ის რასაც ასე გამწარებით ეძებდი და გჭირდებოდა... ფიქრობ რომ შეგიძლია თავს მისცე უფლება წამიერი სისუსტის, მაგრამ სწორედ მაშინ როცა გგონია საყრდენი იპოვე ის ხელიდან გეცლება და ამდენი ხნის ნაშენები, ნაოფლარი თავზე გენგრევა... ინგრევი შენც და ხვდები რომ არავის ნდობა არ შეიძლება... უყურებ რეალობას თვალებში და ებრძვი მოზღვავებულ გრძნობებს...
გადის დრო და თითქოს უბრუნდები ჩვეულ ყოფას, მაგრამ ვერაფერს უხერხებ მონატრებას რომელიც ასე გწამლავს და გახჩობს... იმ სიცარიელეს უკვე ვეღარაფერი გივსებს...
სისულელეა წარსული უწოდო იმას რაც დღემდე გტკივა...
გრძნობები არ ქრებიან... ისინი უბრალოდ სულში ღრმად ბუდობენ და ბობოქრობენ.

მელანქოლიაWhere stories live. Discover now