დასასრული

2.4K 76 29
                                    

სახლამდე მიმაცილა. სულ რაღაც 5 დღეში კი ერთად ვაპირებდით წასვლას პარიზში. შევქმნიდით პატარა ოჯახს და მარადიული სიყვარულით გავნაგრძობდით ცხოვრებას.
შესვლამდე რამდენიმეჯერ მაკოცა.
-უნდა შევიდე გეყოფაა
- მოიცადე მთელი ღამე ხოუნდა მეყოს.
-მათეე...
- კაი მიდი მიდი- საბოლოოდ შემახო ბაგეები და გზას გაუდგა.

საწოლზე ვიწექი და საკუთარი თავით ვამაყობდი.
მის გამოგზავნილ სიმღერას ვუსმენდი.

ჩარკვიანიც გვაერთიანებდა. ვუსმენდი და ფანტაზიის კოშკწბს ვაგებდი. წარმოვდიგენდი ჩვენ ორს პარიზში. ბედნიერებს და ლაღებს. ყოველ დილით რომ მისი კოცნა გამაღვიძებდა და მისი ალერსი დამაძინებდა. ერთად რომ ვირსეინებდით პარიზის ბნელ ქუჩებში. ჩვენ ორს ხომ სწორედ ბნელი ადგილები გვაერთიანებს.
მისი გამოგზავნილი სიმღერითაც იმას მახსენებდა ერთად რომ წავიდოდით, გავიქცეოდით. თავისუფლები ვიქნებოდით. დილამდე მწერდა. ბოლოს მომწერა ჩემი უფრთებო ფერია ხარო. მეკი დაღლილს ჩამეძინა კიდეც და ვეღარ გავაგრძელე მასთან ფლირტი.

როცა გავიღვიძე მისი შეტყობინება დამხვდა.
-გაიღვიძე ანგელოზო თორე მთელ დღეს გამაზავ.
- მღვიძავსს- ეიფორიით გადავდე ტელეფონი და 1 წუთის მიწერილიც არიყო რომ დამირეკა.
- როგორ არის ჩემი გოგო?
- მშვენივრად.
- რომელი ხარ? ანა მანდ ვინმე კაცი გყავს თუ შენი ხმაა ახალ გაღვიძებულზე.- ხარხარებდა
- ნუ დამცინიი, ყველა ასეა.
- ხო აბარაა.
- მოკეტე რა.
-კაი ნუ ბრაზდები, საღამოთი გამოგივლი და მაგარ ადგილას წაგიყვან. უი ხოო.. ბილეთები დავჯავშნე.
- უი შენ სერიოზულად გადაგიწყვეტია- ვიფიქრე ცოტას გავაწვალებ თქო..
- რაოო!?? აეხლა არ გამაგიჟო და სახლში არ მომავარდნინო თავი.
- კაი ვიხუმრე რაიყო.
- თმებს დაგაცლი ანა
- მაგასაც ვნახავთ.
- ნერვებზე თამაშსს არ მოეშვი ხო?
- გააჩნია ვისი ნერვები იქნება.
- ოხ ოხ. კაი წავედი და შეგეხმიანები, გაკოცე ანგელოზო.

მელანქოლიაWhere stories live. Discover now