-1- 🇬🇪🛫🇮🇹🛬

223 7 0
                                    

??? - ადექი გვაგვიანდება! (ვიღაცამ ხმამაღლა დაიყვირა). დროზეეე დაგვაგვიანდება....

??? - ვდგები ეკატერინე ვდგები! ნუ ღმუიიიიიი..........

ეკატერინე - ეგ ნახევარი საათის წინ მითხარი. დროზე თორემ აქ დაგტოვებ და ოთახში შემოდის. ჰმ................. ვდგებიო და არც კი განძრეულხარ გოგო.

??? - ვდგები ადამიანო ვდგები (ასე 30 წთ-ში ჩავილაპარაკე ჩუმად).

ეკატერინე - ბატონო? (ცალი წარბი ასწია).

??? - ხო კარგი ვდგები და საბანი მოვიშორე.

ეკატერინე - აეროპორტში თუ დაგვაგვიანდება ქალბატონო მარიამ, ,,უფროსს" შენ აუხსნი ყველაფერს და კარებიდან გადიოდა, როდესაც გაჩერდა.

მარიამი (თვალები დავჭყიტე) - ჩვენთან ერთად მოდის? აბა ვერაო?!!

ეკატერინე - ხომ იცი ჩვენი მარტო გაშვება არ უყვარს. თან მას ისეთი პროფესია აქვს, რომ ყველგან შეუძლია მუშაობა (ჩაიღიმა და მისღებში გავიდა). მიდი დროზე და წავიდეთ.

მარიამი pov.:

უკვე თვითმფრინავში ვზივართ. ჩვენი ,,უფროსიც" აქ არის და სიცილი ამიტყდა. ეკატერინე ასე ეძახის ჩვენს დას. ჩვენ სამი განუყრელები ვართ, სამი და. საქართველოდან. შეიძლება იფიქროთ რომ ჩვენ სულ ვჩხუბობთ, მაგრამ ასე არ არის. ნუ ნაწილობრივ მაინც და ავხარხარდი. მეეჭვება ჩვენნაერი დები კიდევ არსებობდნენ.

მოკლედ გეტყვით ჩვენს შესახებ: მე მარიამი ვარ - აწ უკვე ექიმი და დებში ყველაზე უფროსი, ანუ ნომერი 1-ლი. შემდეგი ქალბატონი ეკაა, უფრო სწორედ ეკატერინე (ვერ იტანს შემოკლებულ სახელს). ის ადვოკატია. და ჩვენი ,,უფროსი" (სიცილი ამიტყდა), რიგით მესამე (ნაბოლარა) ქალბატონი. მას ნინო ჰქვია და ის პროგრამისტია. ალბათ გაინტერესებთ ნაბოლარას ,,უფროსს" რატომ ვეძახით, მაგრამ ნუ ღელავთ, მაგასაც მალე გაიგებთ.

ახლა იტალიაში მივდივართ. ჰარის სტაილსის კონცერტზე. ვერ წარმოიდგენთ როგორი გახარებულები ვართ, შვებულება და თან ჰარის კონცერტი. იდეალურია ყველაფერი და რა ვქნა?!

სამი და (დასრულებული)Where stories live. Discover now