-30-🇰🇷🥺😭🤧❤️

35 7 7
                                    

ავტორი pov.:

წვიმიანი ღამე იყო. ჯონქუქი ჩუმად იჯდა მისაღებ ოთახში. გარს ბურუსი ეხვია, მისი ფიქრები არეული იყო. ფიქრობდა დღეს ნანახზე. იმ ქალზე, რომელიც მის ქალიშვილთან დაინახა და იმ სიტყვებზე რაც მან უთხრა. ნუთუ ეს მართლა მისი ქალბატონი იყო?! მაგრამ როგორ?! ის ხომ 4 წლის წინ მოკლეს...

მისი მზერა ეზოსაკენ იყო მიმართული, სადაც ცა შავ ღრუბლებს დაეფარა. წვიმის წვეთები ასველებდნენ ირგვლივ ყველაფერს, მათ შორის ჯონქუქის გულსაც.

უცებ მან თავი გააქნია, წამოდგა და ნელი ნაბიჯებით გაემართა საძინებელისაკენ. კარი შეაღო და შიგნით შეიხედა. პატარა ბაჭიებს მშვიდად ეძინათ. მათ გვერდით კი ის იდგა - მისი ქალბატონი... მისი გარდაცვლილი ქალბატონი, რომელიც თბილად მომღიმარი უყურებდა მძინარე პატარებს. ეს სცენა ჯონქუქს ადრეც უნახავს. ადრეც უნახავს მისი ქალბატონი პატარების გვერდით. ხშირად წარმოიდგენდა პატარების გვერდით მძინარე მის ქალბატონს.

მოულოდნელად ქალმა თავი ასწია და მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა. მისმა მზერამ ჯონქუქის გულში ისევ ის ტკივილი და შიში გააღვიძა, რომელიც ასეთ დროს იმას ეუბნება, რომ მის წინ მდგარი მისი ქალბატონი მხოლოდ მოჩვენებაა. მხოლოდ მოჩვენება...

მოჩვენება ჯონქუქისაკენ შემობრუნდა და მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.

ჯონქუქი - არა, გეყოფა! (სუსტი ხმით თქვა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია). არ მომიახლოვდე! არ მინდა... არ მინდა ისევ შეგეხო და გაქრე.... თუ ისევ უნდა გაქრე ნუ გამომეცხადები! ვერ ავიტან კიდევ ერთხელ შენი შეხებისა და შემდეგ გაქრობის ტკივილს.... გთხოვ... (კიდევ რამდენიმე ნაბიჯით დაიხია უკან. კედელს ზურგით მიეკრო და ჩაიმუხლა. თვალები ცრემლებით ევსებოდა). დავიღალე, დავიღალე ამ უსასრულო ტანჯვით. არ შემიძლია იმის ყურება თუ როგორ მტოვებ. ეს მეტისმეტია... გთხოვ...

მოჩვენება მიუახლოვდა. მის მუხლებზე დაეცა, მთელი არსებით ჩაიხუტა და თავი მის კისერში ჩარგო. ცრემლიანი თვალებით და ტკივილნარევი ხმით უთხრა:

სამი და (დასრულებული)Where stories live. Discover now