-12-🇩🇪🛫🇰🇷

51 5 0
                                    

2 კვირის შემდეგ

ავტორი pov.:

საბედნიეროდ მარიამმა გაიღვიძა. ბიჭებმა როგორც კი ამის შესახებ გაიგეს გათენდა თუ არა მაშინვე გაფრინდნენ გერმანიაში. ჯონქუქი სამწუხაროდ ვერ ჩამოვიდა. კომპანიაში რაღაც ისე არ იყო. რაც შეეხება ჯუნს, ის გვერდიდან არ შორდება მარიამს. სამწუაროდ მას თავისით გადაადგილება ჯერ არ შეუძლია და ჯუნი ეხმარება. ხელში აყვანილი ისე დაატარებს, თითქოს პატარა ბავშვი იყოს. მარიამმა რამდენჯერმე უთხრა, რომ დროებით ეტლითაც შეუძლია ისარგებლოს, მაგრამ ჯუნი ყურსაც არ უგდებს. ასე ეუბნება მთელი ცხოვრება, რომ დაგჭირდეს ხელით გატარებო. ალბათ ეს არის სიყვარული! სიყვარული, რომელზეც ბევრი წერს, ბევრი საუბრობს, მაგრამ სანამ არ ნახავ ან უკეთესი, თავად არ გამოცდი, ვერ გაიგებ.

ამ კვირაში კიდევ ორი კარგი ამბავი მოხდა. პირველი - ჰოსოკმა ეკატერინეეს ხელი სთხოვა. რა გასაკვირი იქნება, თუ ვიტყვი, რომ დასთანხმდა და თან ჰოსოკს უთხრა, რომ მალე მამა გახდებოდა. მეორე კარგი ამბავი - ნამჯუნმა მარიამს ხელი სთხოვა. უთხრა, რომ ამისთვის შესაფერისს დროს ეძებდა, მაგრამ ამ დროის ძებნაში კინახამ დაკარგა და ამას აღარ დაუშვებდა. სიმართლე, რომ ვთქვათ ყველა დრო შესაფერისია, როდესაც ორივე მზად არის.

მათი შემხედვარე ბიჭები, მათი მეუღლეები და გოგოების მშობლები ატირდნენ. ცრემლებს ვერ იკავებდნენ. თან ეკატერინეს და ჰოსოკს ხომ მალე პატარაც ეყოლებათ. ბიჭები ჰოსოკს ულოცავდნენ და შემდეგ კამათი დაიწყეს იმაზე, ბავშვს სახელს ვინ დაარქმევდა.

ნინოს სავარძელში იჯდა და ეღიმებოდა მათ ასეთ რეაქციაზე. მათი შემხედვარე, უკვე იმაზე ფიქრობდა, როგორ დაეცვა ჯერ არ დაბადებული ბავშვი ამათგან. პალატაში ზედმეტად ხმაურობენ. ნინო რაღაცის თქმას აპირებს, მაგრამ ჩერდება. მოულოდნელად მასთან დედამისი მიდის და სთხოვს, რომ უკან გაყვეს. ისინი კაფეტერიაში ჩავიდნენ. ცოტა ხნით იქ იჯდნენ. ნინო ხვდებოდა, რომ დედამისს რაღაც აწუხებდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა ეს რა იყო. ამიტომ საუბარი თვითონ დაიწყო.

სამი და (დასრულებული)Where stories live. Discover now