-26-🇰🇷🎉🥰🤵🏻‍♂️👰🏻‍♀️🥂

46 5 2
                                    

ნინო pov.:

როცა ჯონქუქმა ყველას უთხრა, რომ ორსულად ვიყავი ისეთი დაიყვირეს, შიშისაგან პიცა ხელიდან გამივარდა. ერთი-ორჯერ გამოვლანძღე კიდეც ასეთი საქციელის გამო. ასეთი ამბავი მაშინ არ ჰქონიათ ეკატერინეს და მარიამის შესახებ, რომ გაიგეს და მე რა დავაშავე?!.... ჯონქუქი მამშვიდებდა, თავზე და მუცელზე მეფერებოდა და თეფშზე პიცინ ნაჭერს კიდევ მიდებდა. (თეფშზე დადებულ პიცის ნაჭერს დახედა) ამათი ბედი, რომ მშია, თორემ ერთ ამბავს ავტეხდი და ჭამა გააგრძელა.

ავტორი pov.:

ჯონქუქმა ყველაფერი დაფქვა. ისე საუბრობდა, რომ წერტილ-მძიმეს არ ტოვებდა. ნინო კიდევ გაბრაზებული სახით იყურებოდა და ისე აგრძელებდა ჭამას. ჯონქუქი შიგადაშიგ უყურებდა ნინოს და იცინოდა. ბოლოს საუბარი იმით დაასრულა, რომ მისი ქალბატონი (მუცელზე შეეხო) სამ პატარას გააჩენდა. ამის თქმა იყო და ყველამ ენა გადაყლაპა. როცა გონს მოვიდნენ დაიწყო მილოცვები, ჩახუტებები. მარიამი და მეი (იუნგის ცოლი) ცრემლებს ვერ იკავებდნენ და მთელი ძალით ჩაეხუტნენ ნინოს.

ნინო - ორივეს გაგზრდიათ მუცელი და საყვარლად გაიღიმა.

მეი - მხოლოდ 2 თვით გისწრებთ, რომ იცოდე. (ნინოს ზედა ააწევინეს და მუცელზე დაუწყეს ფერება). არ ვიტირებ, არ ვიტირებ და ცრემლები წამოუვიდა.

მარიამი (ცრემლიანი ჰქონდა თვალები) - ღმერთო როგორ მიხარია ნინო და მთელი სახის დაკოცვნა დაუწყო.

ეკატერინე - გამოდით, მეც მიმიშვით და ეკატერინემაც იგივე დაიწყო.

ნინო - ხალხო რა გჭირთ?! ასე დავიხრჩობი. (უკნიდან ვიღაც მიეხუტა და როცა მის ხელებს დახედა მიხვდა, რომ დედამისი იყო) დედა?! (მის მხარეს შებრუნდა).

დედა - ძალიან სწრაფად გაიზარდეთ გოგონებო და ცრემლები წამოუვიდა.

ნინო - გთხოვ არ იტირო დედიკო (ცრემლები შეუმშრალა და ჩაეხუტა). ტირილს თუ გააგრძელებ ვერც მე და ვერც ესენი (მარიამზე და მეიზე ანიშნა) ემოციებს ვერ შევიკავებთ.

სამი და (დასრულებული)Where stories live. Discover now