-28-🇰🇷😢🪦🖤👧🏻🧑🏻👩🏻

43 5 5
                                    

ჯონქუქი - ეს რა ადგილია?

დავითი - ყველაფერი აქ დაიწყო.... (ერთ-ერთ სკამზე დაჯდა) ნინო პირველად აქ ვიპოვე. უფრო სწორედ მან მიპოვა...

ჯონქუქი - ააქ? სეულში?

დავითი - ხო აქ....... ყოველთვის როდესაც აქ შევხვდებოდით იმ სავარძელში მოკალათდებოდა და კუთხეში მდგარ სავარძელზე მიუთითა. ყოველთვის თვალებში მიყურებდა და მეუბნებოდა, რომ არ უნდა გავქცეულიყავი. მარტო არ უნდა ვყოფილიყავი და პირობა მომცა, რომ სახლში დამაბრუნებდა (თვალები აუცრემლიანდა).

ჯონქუქი (იმ სავარძელზე დაჯდა და თავი უკან გადასწია) - მისი სურნელი აქვს.......

დავითი - ............ 18 წლისამ პოლიციის აკადემიაში ჩავაბარე. იქ საუკეთესო ვიყავი და მინდოდა, რომ სულ ასე ყოფილიყო. შემდეგ ამერიკაში წავედი. Fbi-ის აკადემიაში მოვხვდი. ეს ჩემი ოცნება იყო. ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ სწავლას არ მოვრჩი. საქართველოში ვაპირებდი დაბრუნებას, მაგრამ სამსახურის შემოთავაზება მივიღე და Cia-ში დავიწყე მუშაობა... ბოლოს კი საიდუმლო სამსახურში აღმოვჩნდი. აგენტი ვიყავი, თუმცა ამის მიუხედავად ჩემს დასთან სულ მქონდა კონტაქტი.

ყველაფერი კარგად მიდიოდა, ყოველ შემთხვევაში ასე მეგონა. ერთ დღეს იქიდან წამოსვლა გადავწყვიტე, ბოლო დავალება შევასრულე და..... წამოვედი. ჩემს დას დავურეკე და ვუთხარი, რომ ბილეთებს ვიყიდდი და საქართველოში ჩამოვიდოდი. მაშინ ნინოზე იყო ფეხმძიმედ და დღე დღეზე გააჩენდა. ჩემს დაზე მეტად მე მიხაროდა მათთან დაბრუნება. ერთადერთი ვინც ამ სამყაროში დამრჩა ჩემი და და დისშვილები იყვნენ. მინდოდა მთელი ცხოვრება მათთან ერთად გამეტარებინა, თუმცა.....

აეროპორტში ვიყავი და ვფიქრობდი რას გავაკეთებდი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, როდესაც ტელეფონზე დამირეკეს.... დამირეკეს და მითხრეს, რომ უნდა გავქრალიყავი....... (იმ სავარძელს უყურებდა, სადაც ადრე ნინო, ახლა კი ჯონქუქი იჯდა) შიგნიდან ინფორმაციამ გაჟონა, ვიღაცამ გაგვყიდა და მტრებმა ჩვენი ნამდვილი ვინაობა გაიგეს, ამიტომ გავქრი.

სამი და (დასრულებული)Where stories live. Discover now