-22-🇰🇷🥺❤️❌💥😧🐇

71 4 3
                                    

1 თვის შემდეგ

ჯონქუქი pov.:

ერთი თვე?!..... მთელი ერთი თვეა სუჯინს და შივონს ვეძებთ. მთელი კორეა გადავაბრუნეთ, მაგრამ უშედეგოდ. თითქოს ორივე მიწამ ჩაყლაპა. ახლა კომპანიაში ვარ ბიჭებთან ერთად. ჩვენს ნაცნობებს ვუკავშირდებით უცხოეთში, იქნებ მათ შეძლონ მათი მოძებნა.

ეკატერინეს და პატარა ლუნას ყველაფერი კარგად აქვთ. ახლა სახლში ისვენებენ და მამას ნერვებს უშლიან (ჩაიცინა). ზოგჯერ ისეთი სახე აქვს ჰოსოკს, რომ მაშინვე ვხვდები არ უძინია. როცა ვკითხე როგორი შეგრძნებაა, როცა მამახართქო, მითხრა - რთულია! რადგან იმაზე მეტ რაღაცაზე ფიქრობ, ვიდრე ოდესმე. რთულია, რადგან ღამეები არ გძინავს, რადგან შენი პატარა ჭირვეულობს. მაგრამ არა შეუძლებელი!....... იცი იმის მიუხედავად, რომ ჩემი პატარას გამო ღამეები არ მძინავს, მისი ყოველი დანახვა მაბედნიერებს. მინდა, რომ სულ ხელში მეჭიროს, რაზეც ეკატერინე ბრაზდება, მერე სულ ხელში დაჭერას მოგთხოვსო. მაგრამ რა ვქნა?! მინდა, რომ მისი სურნელი სულ ვიგრძნო. მინდა მისი პატარა თითებით ეჭიდებოდეს ჩემს თითს. როდესაც სამსახურში ვარ, ერთი სული მაქვს, რომ სახლში დავბრუნდე. ადრე, როდესაც კარებს გავაღებდი, მხოლოდ სიბნელეს ვხედავდი. იქაურობა მხოლოდ მაშინ ნათდებოდა, როდესაც სინათლეს ავანთებდი. ახლა კი..... ახლა კი როდესაც კარებს ვაღებ, მხვდება უმშვენიერესი ქალბატონი, რომელმაც ჩვენი პატარა დააძინდა და ცდილობს საჭმელი დაახვედროს მის მეუღლეს...... ეკატერინე მეუბნება, რომ გაუმართლა მე, რომ შემხვდა, მაგრამ რეალურად მე გამიმართლა, რომ მას შევხვდი.

ჰოსოკის სიტყვებმა არა მარტო მე, არამედ სხვებიც აატირა. მასთან ჩვენც მივედით რამდენჯერმე. ჩვენი პატარა ქალბატონის ყურებით ვერცერთი ვერ ვძღებოდით. ყველას გვინდოდა მისი ხელში აყვანა და იმაზე ვწუწუნებდით ვის უფრო დიდხანს ეჭირა ის.

ახლა კომპანიიდან რესტორანში მივდივართ. ჩვენი ქალბატონები უკვე იქ არიან და გველოდებიან. დღეს პატარა ლუნა ბებიასთან და ბაბუასთან ერთად არის. უნდა ვაღიარო, რომ ჩემს ცხოვრებაში, ჩემი ქალბატონის გამოჩენის შემდეგ, მისი მშობლების გამოჩენა ყველაზე საუკეთესო რამ არის.

სამი და (დასრულებული)Where stories live. Discover now