-11-🇩🇪🥺❤️🤩🥳

55 2 0
                                    

3 თვის შემდეგ

ბერლინი, გერმანია

ავტორი pov.:

უკვე 3 თვე გავიდა იმ საშინელი ხანძრიდან. ნამჯუნი საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ მარიამი..... ის გონს ჯერ კიდევ არ მოსულა. ექიმებმა მისი აპარატიდან გამორთვა შესთავაზეს ნინოს, მაგრამ მან კატეგორიული უარი განაცხადა. ამის შემდეგ ნინომ ის გერმანიაში გადაიყვანა. მისი გადარჩენის იმედი არც გერმანელ ექიმებს ჰქონდათ, მაგრამ ნინოს იმის წარმოდგენაც არ უნდოდა, რომ მას შეიძლებოდა რამე მოსვლოდა.

მათი მშობლები ჯერ სეულში ჩამოვიდნენ და როცა გერმანიაში გადაწყდა მარიამის გადაყვანა ისინიც იქ გაყვნენ. ნამჯუნიც მათთან ერთად არის. მარიამს ერთი წამითაც არ შორდება. ჰოსოკი ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად აკითხავს ეკატერინეს. რაც შეეხება ჯონქუქს და ნინოს ისინი ტელეფონით კონტაქტობენ. ჯონქუქი რამდენჯერმე იყო ჩასული, მაგრამ უკვე თვე ნახევარია არ უნახავთ ერთმანეთი.

ნინომ თავის მშობლებს ჯერ კიდევ სეულში ყოფნის დროს უთხრა ნამჯუნის და ჰოსოკის შესახებ. ხოლო გერმანიაში ყოფნის დროს მასზე და ჯონქუქზეც მოუყვა ყველაფერს. მშობლები გაკვირვებულები იყვნენ. ადრე არცერთ ქალიშვილს არ ჰყავდა შეყვარებული (ეკატერინეს ყოფლის თუ არ ჩავთლით) და ახლა სამივეს ყავს.....

სეული, სამხრეთ კორეა

ჯონქუქი pov.:

ღმერთს ვევედრები, რომ მარიამმა გაიღვიძოს, რომ ყველაფერი ძველებურად იყოს. ბოლოს ჯუნი, რომ ვნახე გული დამეწვა. ახლაც, რომ მახსენდება მისი სახე ცრემლების შეკავება არ შემიძლია. თან ჩემი ქალბატონი....... (თვალები დახუჭა) ღმერთო მისი სახის დანახვამ გამანადგურა. ცდილობს, რომ არ შეიმჩნიოს, მაგრამ მე ხომ ვიცი როგორ სტკივა..... ჩემო ქალბატონო ნეტავ შენთან ყოფნა შემეძლოს. ნეტავ შემეძლოს რამით დაგეხმარო. ნეტავ შენი ტკივილის გაქრობა შემეძლოს.... (ტელეფონზე შეტობინებამოვიდა).....

სამი და (დასრულებული)Where stories live. Discover now