-20-🇰🇷💢🐇❤️

60 5 0
                                    

3 თვის შემდეგ

ავტორი pov.:

ნინო კორეაში დარჩა. კომპანიაში გააგრძელა მუშაობა, თუმცა ონლაინაც ასრულებდა სხვადასხვა შეკვეთებს. თითქმის ყველაფერი გაახსენდა. ერთადერთი რასაც თავი ვერ მოუყარა ავარია იყო. არ იცოდა რატომ მოხდა, ან მაშინ სად მიდიოდა და რატომ? ავარიაზე არავინ არ საუბრობდა და ეს არ მოსწონდა. შეკითხვები ჰქონდა, რომელსაც პასუხს არავინ არ სცემდა და ამიტომ თავად გადაწყვიტა ყველაფრის გარკვევა და პასუხების ძებნა დაიწყო.

ჯონქუქი კვირაში 3-ჯერ მაინც აკითხავდა თავის მძევლებს და მათთან 1 საათით რჩებოდა, რომ არ დავიწყებოდათ ყველაფერი. ბიჭებმა უთხრეს, რომ ეს უნდა დაესრულებინა. იუნგიმ უთხრა, რომ უბრალოდ გაეშვა ისინი, რადგან საჭიროები აღარ იყვნენ, მაგრამ ჯონქუქი უარზე იყო. უთხრა, რომ ჯერ არ დაუმთავრებია.

ახლა დილის 6 საათია. ნინოს მაღვიძარამ დარეკა. თვალები მოიფშვნიტა და ადგომა დააპირა, თუმცა ვერ შეძლო. თავი ოდნავ ასწია და დაინახა, რომ ჯონქუქის სხეულის 90% მის ზევით არის. მისი გაღვიძება სცადა, რამდენჯერმე დაუძახა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.

ნინო (თავი ბალიშზე დადო და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა) - ადრე მეგონა ბაჭია იყავი, მაგრამ ახლა... (ოდნავ განძრევა სცადა, მაგრამ უშედეგოდ) ახლა დიდი და მძიმე კურდრელი ხარ.

ჯონქუქი (ამის გაგონებაზე ჯონქუქმა თავი წამოყო, ნინოს გულმკერდზე ნიკაბი დადო და გაიკრიჭა) - კურდღელი?

ნინო (ცალი წარბი ასწია) - თავს დავაჯერებ, რომ ახლა გაიღვიძე და როცა გეძახდი არ მაიგნორებდი.

ჯონქუქი - მე შენი კურდღელი ვარ?

ნინო - დიახ! დიდი და მძიმე კურდღელი. ახლა კი თუ შეიძლება ადგომის ნება მომეცი.

ჯონქუქი - რატომ?

ნინო - კომპანიაში უნდა დავიწე! და სხვათა შორის შენც, ამიტომ ადექი.

ჯონქუქი - ეს ბრძანებაა?

ნინო - დიახ!

ჯონქუქი - ოჰო..... კარგი ავდგეთ, მაგრამ ჯერ....... (წარბები აათამაშა)

სამი და (დასრულებული)Where stories live. Discover now