-5-🇰🇷🥂😾😯💋

73 6 0
                                    

ჯონქუქი pov.:

აქ მოსვლაზე ვყოყმანობდი, მაგრამ ნინოს დების დანახვამ გამახარა. თავიდან მეგონა, რომ მომატყუა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ისიც აქ არის. ფიქრებში გართულმა ვერც კი შევამჩნიე, რომ ვიღაც მოგვიახლოვდა და როგორც კი ბოდიში მოიხადა დაგვიანებისთვის მას გავხედე. ეს ნინო იყო..... ის ისეთი ლამაზია. მას ყოველთვის კლასიკურად აცვია, მაგრამ ეს კაბა.... ღმერთო რა მშვენიერი ხარ ჩემო ქალბატონო.

ის ბიჭების შუაში ზის, თან ზუსტად ჩემს პირდაპირ, ზუსტად ჩემს პირდაპირ. ჯანდაბა.... მარტო, რომ მოვსულიყავი იქნებ ჩემს გვერდით დამჯდარიყო. ოხ ჯინ და ჯიმინ, თქვენი ბრალია. წამოვსულიყავი მარტო, ამის.......

თეჰიონი - ისე (ნინოს შეხედა) ყველა შევთანხმდით, რომ მეწყვილეებთან ერთად მოვიდოთ.

ეკატერინე - ბატონო კიმ, ასტეროიდის ჩამოვარდნა უფრო იყო მოსალოდნელი, ვიდრე ჩემი დის მოსვლა ვიღაცასთან ერთად.

ამის გაგონებაზე ყველას გაეცინა, თვით ნინოსაც კი. ჯონქუქი კი ისევ მას უყურებდა და თვალს არ აშორებდა.

ქალბატონი ნინო - თუ ჩემი მარტო ყოფნა აქ პრობლემაა, შემიძლია წავიდე ბატონო კიმ და გაუღიმა.

ბატონი კიმი - არა რას ბრძანებთ. თქვენ, რომ ახლა ადგეთ და აქედან წახვიდეთ კარგი დღე არ დამადგება (ჯონქუქს გახედა და ყველას სიცილი აუტყდა).

ავტორი pov.:

ვახშამი შესანიშნავად მიდიოდა. ყველამ გაიცნო ერთმანეთი. უამრავ რამეზე ისაუბრეს. ბავშვობის ამბებიც გაიხსენეს. დღეს რესტორანში ორკესტრი უკრავდა და თითქმის ყველა საცეკვაოდ წავიდა. მაგიდასთან სამნი დარჩნენ: სუჯინი, ჯონქუქი და ნინო. სუჯინი ჯონქუქს ეხვეწებოდა, რომ ისინიც წასულიყვნენ საცეკვაოდ, მაგრამ ჯონქუქი არ მიდიოდა. მოულოდნელად მათ მაგიდას ერთი მამაკაცი მიუახლოვდა და ნინოს ცეკვა შესთავაზა.

ქალბატონი ნინო - იცით ცეკვა არ ვიცი და საყვარლად გაუღიმა.

??? - არაუშავს, დიდი მოცეკვავე მეც არ ვარ.

სამი და (დასრულებული)Where stories live. Discover now