-19-🇰🇷🏢🚙🍷🔞🥵

92 6 0
                                    

ავტორი pov.:

მეორე დღეს სასტუმროში მივიდნენ და მშობლებს აუხსნეს, რომ ნინო სეულში რჩებოდა. თავიდან წინააღმდეგები იყვნენ, მისი დატოვება არ უნდოდათ, მაგრამ ნინომ უთხრა, რომ რაღაცეები გაახსენდა და სჯობდა დარჩენილიყო. თან კომპანიას ასე ვერ დატოვებდა. ჯონქუქმა მშობლებს უთხრა, რომ ნებისმიერ დროს შეეძლოთ ჩამოსვლა და პირობა მისცა, რომ ნინოსაც აუცილებლად ჩაიყვანდა მათთან.

ერთმანეთს დაემშვიდობნენ. არცერთს აეროპორტი მანამ არ დაუტოვებიათ, სანამ თვითმფრინავი არ აფრინდა. ნინო იდგა და უყურებდა თვითმფრინავის ცაში აფრენას, მანამ სანამ თვალთახედვის არეალიდან არ გაქრა.

ის და ჯონქუქი კომპანიაში დაბრუნდნენ. მარიამი და ჯუნი რაც დაქორწინდნენ, მარიამი სეულში გადმოვიდა სამუშაოდ ერთ-ერთ კლინიკაში და ჯუმნა პირდაპირ იქ წაიყვანა. რაც შეეხება ეკატერინეს, მას რამდენიმე ქვეყანაში აქვს ჩაბარებული გამოცდა, რომ თავისუფლად შეძლებოდა იქ ადვოკატად მუშაობა, მაგრამ არა სამხრეთ კორეაში. გამოცდაზე გასვლას აპირებდა, ემზადებოდა კიდეც, მაგრამ ორსულობის გამო გადადო. თუმცა ვერ ისვენებს და ხშირად მიდის საზღვარგარეთ და ზოგჯერ ისეთ საქმეებს იღებს, რომელზეც ბევრი უარს ამბობს. ახლაც აპირებდა წასვლას, მაგრამ ჰოსოკმა აღარ გაუშვა, რადგან ექიმის კონსულტაციით კარგი იქნებოდა ბოლო სამი თვე მაინც თუ დაისვენებდა, რადგან ეს არა მარტო მას, არამედ ბავშვსაც სჭირდებოდა. ამიტომ პირდაპირ სახლში გააქანა. აეროპორტში სუჯინი არ მისულა. ჯონქუქმა რამდენჯერმე დაურეკა, მაგრამ ზარებს არ პასუხობდა.

ახლა ჯონქუქი და ბიჭები შეხვედრაზე არიან. ახალ პარტნიორებს ხვდებიან. შეხვედრა 3 საათს მაინც გაგრძელდა და როგორც იქნა დამთავრდა. ჯონქუქი თავის კაბინეტში შედის და იქ ნინო ხვდება, რომელსაც დივანზე ჩასძინებოდა და ბალიში ჰქონდა ჩახუტებული. ჯონქუქი მიუახლოვდა, მასთან დაიხარა, შემდეგ ბალიშს დახედა და ამოიოხრა: ეს ბალიშები უკვე ნერვებს მიშლიან და შეეცადა ფრთხილად გამოერთმია, რომ არ გაეღვიძებინა. თითქოს გამოსდიოდა კიდეც, მაგრამ ნინოს გაეღვიძა. ჯონქუქს შეხედა და დივანზე გასწორდა. ჯონქუქი მის გვერდით ჩამოჯდა და სახეზე ხელი ნაზად შეეხო.

სამი და (დასრულებული)Where stories live. Discover now