-15-🇰🇷🏥🆘🤕😢

54 4 1
                                    

1 კვირის შემდეგ

ჯონქუქი pov.:

დილით მეღვიძება და ნინო ჩემს გვერდით არ არის. ვდგები და მის ძებნას ვიწყებ, თუმცა არცერთ ოთახში არ დამხვდა. ამ მომენტში მისაღებში დოჯუნი შემოდის.

ჯონქუქი - დოჯუნ! ნინო ხომ არ გინახავს?

დოჯუნი - დიახ. ქალბატონი დილაადრიან წავიდა.

ჯონქუქი - წავიდა?! კი მაგრამ სად?

დოჯუნი - არ ვიცი. გვითხრა: თუ მიკითხავს უთხარით, რომ კომპანიაში შევხვდებითო.

ჯონქუქი - კარგი და საძინებლისაკენ აიღო გეზი.

დოჯუნი - ბატონო! ყველაფერი კარგადაა?

ჯონქუქი - მემგონი კი. რატომ მკითხე?

დოჯუნი - ქალბატონი ანერვიულებული ჩანდა, როდესაც წავიდა. ვიფიქრე, რომ რაღაც მოხდა.

ჯონქუქი pov.:

დოჯუნის ნათქვამმა დამაფიქრა და ნინოს დავურეკე. ტელეფონზე არ მიპასუხა. კომპანიაში როდესაც მივედი, მითხრეს, რომ ის ჯერ არ მოსულა. კიდევ რამდენჯერმე ვცადე მასთან დაკავშირება, მაგრამ უშედეგოდ. რა ხდება? სად ხარ ჩემო ქალბატონო? ტელეფონს რატომ არ მპასუხობ?....

უკვე რამდენიმე საათი გავიდა და ნინო კიდევ არ ჩანს. სად ხარ, სად ხარ ჩემო ქალბატონო? ხომ შეგიძლია, რომ ამ დაწყევლილ ტელეფონს უპასუხო!!!! ასე ვერ გავჩერდები (მის ნაცნობ პოლიციელს ურეკავს).

ჯონქუქი -გამარჯობა ჩან! ჯონქუქი ვარ.

კიმ ჩანი (პოლიციელი) - გამარჯობა ჯონქუქ. ახლა შენთან ვაპირებდი დარეკვას.

ჯონქუქი - რამე მოხდა ჩან?

ჩანი - ის მანქანა ვიპოვეთ, ადრე კინაღამ რომ დაგეჯახათ. ქალაქგარეთ დაწვეს.

ჯონქუქი - დაწვეს? რატომ?

ჩანი - ალბათ სამხილების გაქრობის მიზნით. ჯერ ზუსტად არ ვიცი არაფერი, მაგრამ რაც შემიძლია ვაკეთებ.

სამი და (დასრულებული)Where stories live. Discover now