-24-🔞🐰🤧💍🎉🥂

99 6 2
                                    

ჯონქუქი pov.:

თვალები ძლივს გავახილე. არც კი მახსოვს გუშინ როდის დავწექით. გვერდით გავიხედე და აღმოვაჩინე, რომ საწოლში მარტო ვიწექი. წამოვდექი და ჩემი ქალბატონის ძებნა დავიწყე, თუმცა აქ არ არის. დავურეკე, მაგრამ ტელეფონზე არ მიპასუხა. შემდეგ დოჯუნს დავურეკე და მითხრა, რომ ადრე გავიდა სასტუმროდა. იმედია ყველაფერი კარგადაა და ისევ ნინოს ნომერი აკრიფა.

ნინო - დილა მშვიდობისა! ვხედავ ჩემს კურდღელს გაუღვიძია!

ჯონქუქი - დილა მშვიდობისა! სად ხარ?

ნინო - ვსეირბნობ.

ჯონქუქი - უჩემოდ?

ნინო (გაეცინა) - ხო უშენოდ. რაღაც საქმეები მქონდა მოსაგვარებელი და ახლა კომპანიაში მივდივარ.

ჯონქუქი - შეგეძლო არ წასულიყავი.

ნინო - ჩემი უფროსი მენდობა, ამიტომ იმედებს ვერ გავუცრუებდი.

ჯონქუქი - შენი უფროსისთვის, რომ გეთქვა დეკრეტულში გამიშვიო, გაგიშვებდა.

ნინო - დეკრეტული? ჯერ ეგ არ მჭირდება.

ჯონქუქი - შენს ადგილას დავფიქრდებოდი.

ნინო - აჰა.........

ჯონქუქი (უცნაური ხმა მოესმა ტელეფონში და გაეცინა) - რას ჭამ?

ნინო - სენდვიჩებს.

ჯონქუქი - იყიდე?

ნინო - არა. სანამ წამოვიდოდი მანამდე მოვამზადე რამდენიმე.

ჯონქუქი - და ეგ რამდენიმე რამდენი ხანი გეყოფა?

ნინო - 5-დან 1 დამრჩა და ახლა იმის ჭამას ვაპირებ. ისე, დღეს 4 საათისთვის გეცლება?

ჯონქუქი - ალბათ კი. ეგ სანას უნდა ჰკითხო.

ნინო - აჰა..... ახლა კომპანიაში შევედი და სანას მოვძებნი.

ჯონქუქი - კარგი, მეც მალე მოვალ.

ნინო pov.:

როგორც ჩანს დღეს ჩემს კურდღელს დატვირთული დღე აქვს (მის განრიგს უყურებდა). სანას ვკითხე რამის შეცვლა მაინც თუ შეიძლებოდა, თუმცა არაფერი არ გამოუვიდა. ვფიქრობდი როგორ მოვქცეულიყავი, რომ დღეს 4 საათზე თავისუფალი ყოფილიყო. ნუ გეგმა კი მაქვს, მაგრამ არ მინდა გული გაუსკდეს, ამიტომ სხვა გეგმა უნდა მოვიფიქრო.

სამი და (დასრულებული)Where stories live. Discover now