-14-🇬🇪👩‍❤️‍👨🍾🛫🇰🇷

54 4 0
                                    

2 თვის შემდეგ

ავტორი pov.:

მარიამი საავადმყოფოდან გამოწერეს. უკვე თავისუფლად ახერხებს გადაადგილებას, რაც ნამდვილად ჯუნის დამსახურებაა. ახლა ყველა საქართველოშია და ემზადებიან. დღეს ყველა ნერვიულობს. ყველა არეულია და იმაზე ფიქრობენ, რამე ხომ არ გამორჩათ. დღეს ერთ ოჯახში ორი ქორწილია. დღეს მარიამის და ეკატერინეს ქორწილია. ყველაფერი შესანიშნავად მიდის. მამები მოშორებით საუბრობენ, ბიჭებიც მათთან ერთად არიან. რაც შეეხება გოგოებს, ისინი ოთახშია არიან დედასთან, დედამთილებთან და ბიჭების მეუღლეებთან ერთდა. ყველა ცდილობს, რომ თავისი პატარა წვლილი შეიტანოს და მაქსიმალურად არიან ჩართული ყველაფერში. როგორც კი მარიამმა და ეკატერინემ საქორწილო კაბები მოირგეს, მათი შემხედვარე ყველა ატირდა. ნინოსაც კი წამოუვიდა ცრემლები, მაგრამ მალე იქაურობა დატოვა, რადგან თვლიდა, რომ სხვები ზედმეტად ბევრ ემოციას გამოხატავდნენ. კიბეზე ჩასვლის დროს შეამჩნია სახლი როგორ ივსებოდა ხალხით. დაცვებს რაღაც ანიშნა და გარეთ, მამამისთან დაბრუნდა.

ნინოს მამა (ნ/მ) (როგორც კი შეამჩნია ჩაეხუტა) - ჩემო გოგონა. ახლა ეს ერთი დამრჩა და.....

ნინო (ნინომ ხელი მუცელზე დაარტყა) - მამა!

ნ/მ (ყველამ სიცილი დაიწყო) - მაპატიე საყვარელო. ცოტა ვნერვიულობ, მაგრამ მართლა მარტო შენ დარჩი. (ნინომ თვალები აატრიალა და წასვლა გადაწყვიტა, თუმცა მამამისმა გააჩერა). კარგი კარგი საყვარელო ნუ გაიბუტები, შენთვის ვამბობს. ბოლოს და ბოლოს ტელეფონში სახელს მაინც შემიცვლი და გაიცინა.

ნინო - ეს ვინ გითხრა? არაფრის შეცვლას არ ვაპირებ და ეგ ამბავი გერმანიაში დავხურეთ როგორც მახსოვს. მე ძალიანაც მომწონს ეგ სახელი!

ნ/მ - შენ კი მოგწონს, მაგრამ ეს ყმაწვილი რას იფიქრებს და ჯონქუქს გახედა.

ნინო - მაგას ვინ ეკითხება?! მე როგორც მინდა ისე ჩავწერ შენ სახელს. თანაც...... (მოულოდნელად ჯინის მეუღლემ დაუძახა და ოთახში ასვლა სთხოვა) უკაცრავად, უნდა დაგტოვოთ.

სამი და (დასრულებული)Where stories live. Discover now