-29-🇰🇷🏫😅😯❤️😮🥺

53 6 18
                                    

მეორე დღე

დღეს ბაღში ბავშვები დავითს მიჰყავს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, რომ მათ მთელი დღის განმავლობაში შორიდან დააკვირდება.

ჯონქუქი - დავით!

დავითი - დიახ!

ჯონქუქი - თუ რამე მოხდება დამირეკე.

დავითი (გაიღიმა) - ნუ ღელავ ჯონქუქ. თუ დედამისს ძალიან არ დაემგვანა ყველაფერი კარგად იქნება.

ჯონქუქი - მაგრამ თუ ძალიან დაემგვანა?

დავითი - მაშინ ვილოცოთ, რომ სხვებს არაფერი არ დაუშავდეთ.

ავტორი pov.:

მის ნათქვამზე ორივეს გაეცინა. ჯონქუქი პატარებს დაემშვიდობა და კომპანიაში წავიდა. დავითმა კი პატარები ბაღში წაიყვანა და შორიდან დაიწყო თვალყურის დევნება. ჯონქუქმა უცნობი ქალის შესახებაც მოუყვა დავითს და უთხრა, რომ ფრთხილად ყოფილიყო.

რამდენიმე დღე გავიდა და ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა. ბარბარე ბაღიდან არ გაქცეულა და ეს ჯონქუქისთვის კარგი ამბავი იყო. მაგრამ დავითი მაინც ადევნებს თვალყურს.

ახლა ჯონქუქი ერთ-ერთ რესტორანშია, საქმიან შეხვედრაზე. ახალ პარტნიორებს ხვდება და ყველაფერი კარგად მიდის. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი დავითს ურეკავს.

ჯონქუქი - დავით! როგორ ხარ?

დავითი - კარგად. შენმა შეხვედრამ როგორ ჩაიარა?

ჯონქუქი - შესანიშნავად! ახალი პარტნიორები გვყავს.

დავითი - ძალინ კარგია.

ჯონქუქი - შენთან რა ხდება?

დავითი - ახლა გარეთ გამოიყვანეს ბავშვები და ერთობიან.

ჯონქუქი - ყველაფერი კარგადაა? ის ქალი ხომ არ შეგინიშნავს?

დავითი - არა არ შემინი.... (უცებ საუბარი შეწყვიტა).

ჯონქუქი - დავით? (ტელეფონს დახედა) დავით გესმის?

დავითი - ჯონქუქ, გაიქცა!

სამი და (დასრულებული)Where stories live. Discover now