-3- 🇰🇷 little jealous🤭☺️

90 7 2
                                    

ავტორი pov.:

უკვე დილის 6 საათია. ნინო და მისი დები სარბენად გადიან და 7 საათზე უკან ბრუნდებიან. ნინომ აუხსნა, რომ მალე კომპანიაში უნდა წასულიყო, თავისი ბარათი მისცა და გააფრთხილა, რომ ზედმეტად შორს არ წასულიყვნენ. ასეთი ქცევების გამო შეარქვეს ,,უფროსი" ყველაზე ნაბოლარას.

ერთ შავ მინებიან შენობაში შეიყვანეს. როგორც აღმოჩნდა ეს არის ბატონი ჯეონის კომპანია. ნამდვილად არ ნერვიულობს, ძალიან მშვიდადაც კი არის. აღმოჩნდა, რომ მისი ახალი უფროსის კაბინეტი 38-ე სართულზეა. როგორც კი ლიფტის კარები გაიღო ერთი საყვარელი გოგონა შეხვდა მას, რომელსაც სანა ერქვა (თუმცა ეს ნინომ უკვე იცოდა, რაც გასაკვირი არ არის) და ბატონი ჯეონის კაბინეტამდე გააცილა.

ჯონქუქმა ის სათათბირო დარბაზში წაიყვანა, სადაც მისი მეგობრები და ამავე დროს პარტნიორები იმყოფებოდნენ. მათ ნინო წარუდგინა და შემდეგ სთხოვა დამჯდარიყო. მაგიდის ერთ თავში ჯონქუქი დაჯდა, სხვები გვერდებზე განლაგდნენ, ნინომ კი მაგიდის მეორე თავი დაიკავა.

ბატონი ჯეონი - შეგეძლო უფრო ახლოს დამჯდარიყავით ქალბატონო ნინო.

ქალბატონი ნინო - აქედან უფრო კარგი ხედია ბატონო ჯეონ.

ბატონი ჯეონი - არ ვიცოდი ჩემი ყურება ასე თუ გინდოდათ და დამპლურად ჩაიცინა.

ქალბატონი ნინო - მე ქალაქის ხედი ვიგულისხმე და ცივი მზერა სტყორსცნა.

ამის გაგონებაზე ყველას გაეღიმა და თავი ოდნავ დახარეს, მაგრამ ჯონქუქმა როგორც კი შეხედა ყველა დადუმდა.

ბატონი ჯეონი - საქმეზე გადავიდეთ! და ნინოს გაბრაზებულმა შეხედა.

ავტორი pov.:

ჯონქუქმა ყველა სათითაოდ გააცნო. შემდეგ რამდენიმე შეკითხვა დაუსვეს ნინოს და ბოლოს სთხოვეს მათ წინაშე რაღაც დავალება შეესრულებინა.

ქალბატონი ნინო - დავალება?

ბატონი ჯეონი - დიახ. მარტივი დავალებაა. თქვენს რეკომენდაციებს თუ გავითვალისწინებთ ნამდვილად კარგი ხართ თქვენს საქმეში და იმედია ეს პატარა დავალება არ შეგაშინებთ. ხომ ასეა? (ცალი წარბი ასწია და ოდნავ გაიღიმა).

სამი და (დასრულებული)Where stories live. Discover now