1

2.6K 144 22
                                    

ჩემი ცხოვრება სავსეა ნათელი ფერებით, ბედნიერებით და სიყვარულით, სულ სიყვარულია ჩემს გარშემო, მხოლოდ სიყვარული.

შეიძლება ითქვას ჩემი 18 წლის განმავლობაში არც არაფერი არ მინახავს გარდა სიყვარულისა, რათქმაუნდა ესეც გადმოცემით, ალბათ სხვა გრძნობა არც განმიცდია, არც ტკივილი, არც სიბრაზე.

მე 18 წელია აქ ვცხოვრობ, დედამიწა მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაწილია, რაღაც ზედმეტად რეალური და ნამდვილი, თუმცა არა სამუდამო, მე დედამიწის წარმავალი, აქტიური ცხოვრება მომწონდა, თავისუფლება და მრავალფეროვნება.

ამ ფიქრებმა წამიერად გამიელვეს, ამაზე ისედაც ყოველდღე ვფიქრობ, ასე რომ ეს გასაკვირი არცაა, ამას უკვე ყურადღებასაც არ ვაქცევ, ჩემი თეთრი საღამურებით ლოგინიდან სწარაფად ვდგები, დიდი მაღალჭერიანი ოთახის ფანჯარას ვაღებ, ფანჯრიდან ვიხედები და ირგვლივ ხალხს ვესალმები, ყველა თავს მიკრავს, ყველა თბილად მესალმება, აქ ისედაც ყველა ასეთი თბილია მაგრამ, დღეს თვრამეტი წელი შემისრულდა, დღეიდან მეც სრულწლოვანი კუბიდონი ვარ, ვინ იცის რა ბედი მელის, რა მოხდება ჩემს ცხოვრებაში, სად მომიწევს გამგზავრება, ან ვისი გულის მოგება, რამდენი ბედნიერი წყვილის ყურება

ბედნიერი ვარ, კიბეებზე სწრაფად ჩამოვირბინე, დედა დავინახე სავარძელში.
- ჯიმინ, გაიღვიძე? არ მინდოდა შემეწუხებინე, წამოდი დროზე, შენთვის სიურპრიზი მაქ.

ხელი ჩამკიდაა დაა უცხო ადგილას მივყავარ, სინათლე თვალს მჭრიდა, თუმცა მამაჩემის სილუეტის აღთქმა არ გამჭირვებია, უზომოდ ბენდიერმა გავირბინე რამდენიმე მეტრი და მამას მთელი ძალით მოვეხვიე.
ის უკვე ერთი წელია, წასული იყო, ალბათ მისი დავალებაც შეასრულა, მან კიდევ ერთი ბედნიერი წყვილი დაახლოვა, ახლა კი ისევ დაბრუნდა.
- ჯიმინ, სურვილი ჩაიფიქრე - დიდი წითელი ტორტის დანახვაზე, თვალები გამიდიდდა, ტუჩები წინ გადმოვყარე, დავფიქრდი, მინდოდა რამე სასარგებლო, ძვირადღირებული ჩამეფიქრა.
ჯიმინი: მინდა მეც ვიგრძნო სიყვარული, ნამდვილი და სამუდამო - თვალები დავხუჭე, ლოყები დავბერე და ყველა სანთელი ერთი სულის შებერვით ჩავაქრე.
სანთლებიდან ამავალ კვამლს ვუყურებდი და მაში ვიძირებოდი როცა კაკუნმა გამომაფხიზლა.
- ჯიმინ, გილოცავ პატარავ, შენთვის კარგი ამბავი მაქვს.
ჯიმინი: ნუთუ? არ არსებობს? - ბედნიერმა ვთქვი.
- ქალღმერთი თავისთან გიხმობს.

SERENDIPITY •yoonmin• Where stories live. Discover now