14

684 86 38
                                    

იუნგი: ვიცოდი რომ ადამიანი შენნაირი ვერ იქნებოდა, ამ სამყაროში არავინ არსებობს შენნაირი წმინდა. ჯიმინ, რომ იცოდე რას ვგრძნობ ახლა, ყველაფერი ჩემი ბრალია, საშინლად გექცეოდი, გახსენებაც არ მინდა, ახლა ვიხსენებ, შენი ცუდათ ყოფნის მიზეზიც მე ვარ, ამაზე ფიქრი კი უარესად მხდის, მომენატრები ჯიმინ, შენი ხმა მომენატრება, ნუ ხარ ჩუმად, მინდა დაგიმახსოვრო, არასდროს ვყოფილვარ პესიმისტი, მაგრამ ახლა  სწორედ ამაზე ვფიქრობ, რომ უბრალოდ ტკივილისთვის ვარ განწირული, ლოდინისთვის, ამავე დროს ვერასდროს გნახავ, ჯიმინ ხმა გამეცი - ჯიმინს უკვე ღრმად ეძინა, ადგილიდან არ განძრეულა იუნგი, ხელები უფრო ძლიერად მოხვია და თავი უკან გადაწია, ცივი და უგულო იუნგი სიჩუმესა და სიბნელეში ტიროდა , როცა მისი ტირილი აქამდე არავის უნახავს, მას ტირილიც შესძლებია, მძინარე ჯიმინს დახედა და ასე გადიოდა საათები, იუნგის კი ისევ არ ეძინა.

დილით, ახლადგაღვიძებულ ჯიმინს, იუნგის ღიმილი დახვდა, მისი ჩაწითლებული თვალები, დაღლილს გავდა, სახეზე ფრთხილად შეეხო.
ჯიმინი: შენ რა არ გიძინია?
იუნგი: როგორ შეიძლებოდა დამძინებოდა, როცა ჩემს მკლავებში ანგელოზს ეძინა.
ჯიმინი: ცუდათ ვარ.
იუნგი: ისევ?
ჯიმინი: არა უბრალოდ, მალე წასვლა მიწევს, მალე უნდა წავიდე.
იუნგი: არ წახვალ ჯიმინ, მერამდენედ უნდა გაგიმეორო.
ჯიმინი: მინდა ამის მეც მჯეროდეს.
იუნგი: წამოდი წავიდეთ.
ჯიმინი: სად?
იუნგი: ჩემი მეორე სიზმარი უნდა ავიხდინო.
ჯიმინი: გიჟი ხარ.
იუნგი: არა არ ვარ, შენთან ერთად მინდა ახლა მხოლოდ, ბოლო წუთებიც კი ჩემს გვერდით უნდა გაატარო.
ჯიმინი: კარგი წავიდეთ.

სახლიდან გამოვედით, გზა რომელიც, გზასაც კი არ გავდა, სადაც უბრალო ყვავილებით სავსე მინდორი იყო, იუნგის ხელი ქონდა ჰქონდა ძრლიერად ჩაკიდებული, აღმართზე მივყავდი და გზადაგზა დაღლილობისგან მძიმედ სუნთქავდა, აღმართის ბოლოს, მინდორზე წამოწვა.
იუნგი: მოდი აქ.
ჯიმინი: ეს არის შენი სიზმარი?
იუნგი: არა, იქ ბედნიერები ვიყავით.
ჯიმინი: მე ახლაც ბედნიერი ვარ.
იუნგი: მე არა, იმაზე მეტად მჭირდები ვიდრე ვინმეს ამ სამყაროში ვინმე, წარმოვიდგენ, რომ ნელ-ნელა ჩემზე ფიქრს შეწყვეტ, ყველაფერი შეიცვლება დროთა განმავლობაში, შენ ისევ სახლში იქნები გამოკეტილი, მე კი უბრალოდ ვერავის ვნახავ, შენს მსგავს, მე უბრალოდ მომიწევს ამ ფიქრებით ვიცხოვრო, ეს მოგონებები შევინახო მთელი ცხოვრება, ალბათ როცა გაწვიმდება და კვლავ წვიმის ყურებას დავაპირებ, ცხელ შოკოლადთან ერთად, ეს ყველაზე ახლო გზა იქნება შენს გასახსენებლად, იმდენად ცოტა დრო მაქ შენთან გატარებული, შემიძლია მთელი დღის განმავლობაში ხუთჯერ, ათჯერ ერთი და იგივე გავიხსენო და ყოველ ჯერზე ან ვიტირო მონატრებიაგან, ან გავიღიმო კარგი წარსულის გამო, ან იმიტომ, რომ უბრალოდ შენ გიყვარდა ჩემი ღიმილი, მე კი შენი თმა - მზე მათ უყურებდა, ჯიმინი იუნგის ზემოდან გადაეფარა, თვალები გაახილა იუნგიმ, როცა ჩრდილი იგრძნო, ჯიმინი ნაზად ეფერებოდა იუნგის სახეზე, იღიმოდა და ამ ღიმილის უკან ამღვრეულ თვალებს მალავდა.
ჯიმინი: მუდამ მემახსოვრები.
იუნგი: მუდამ მეყვარები - თავი ძალიან ნელა წამოწია იუნგიმ, ჯიმინს კვლავ ნელა, ფაქიზად შეეხო ტუჩებზე, ეს უკანასკნელ გამოსამშვიდობებელ კოცნას გავდა, სასტიკი რეალობის დასანგრევად კოცნიდნენ ისინი ერთმნეთს, როცა შორიდან ხმა გაისმა.
- ჯიმინ...
ჯიმინი: ვფიქრობ დროა.
იუნგი: არა ჯერ არა, ჯიმინ, ვინაა ის, აქ როგორ მოგაგნო.
ჯიმინი: ისიც ჩემნაირია.
იუნგი: არ შეუძლია ასე უბრალოდ შენი წაყვანა.
ჯიმინი: იუნგი, რაღაცას ვგრძნობ, ის ჩემთან მოვიდა, არ შემიძლია არაფრის გაკეთება, იუნგი მაპატიე, მაპატიე გთხოვ, არაფერი არაა შენი ბრალი, ეს მე.
იუნგი: წამით არ ვნანობ, რომ შენი შეყვარება გავბედე, ჯიმინ, შემომხედე, შენ ჩემთვის ერთადერთი ანგელოზი ხარ.
ჯონგინი: ჯიმინ, გეძებ მთელი დღეა.
ჯიმინი: თუმცა მაინც მიპოვე.
ჯონგინი: გიპოვე, ახლა ვხვდები, რომ ყველაფერი იმაზე რთულადაა ვიდრე ვფიქრობდი, წამოდი.
იუნგი: არ შემიძლია მისი გაშვება.
ჯონგინი: მესმის - თავი ჩაღუნა და ატირდა.
ჯიმინ: ნუ ტირი, ჯონგინ, შენ შეგიძლია ყველაფრის გამოსწორება.
ჯონგინი: არ შემიძლია, ასე ვერ გამოვეცხადები, როცა უსიტყვოდ მივატოვე, უბრალოდ ვერაფერი ვუთხარი, ჯიმინ წავიდეთ.
იუნგი: მითხარით, რომ ეს სიზმარია.
ჯონგინი: მივდივართ.
ჯიმინი: იუნგი, სიტყვებს ვერ ვპოულობ, იუნგი მივდივარ, ჩემ ერთადერთ სიყვარულს გიტოვებ, არ დაკარგო ის, ჩემი გული ყოველთვის შენთან იქნება, მაპატიე, წყენა არ შეინახო, არასდროს იფიქრო, რომ მარტო ხარ, გახსოვდეს სადაც არ უნდა ვიყო მეყვარები, ამას ვერავინ დამიშლის, ახლა უნდა გამიშვა, ეს რეალობაა, ამას ვერავინ შეცვლის.
იუნგი: მიდიხარ, ვხედავ მიდიხარ, თვალს ვერ გწყვიტავ, ვცდილობ შენი სახის ყველა ნაკვთი დავიმახსოვრო, მიყვარხარ ჯიმინ.
ჯიმინი: მშვიდობით.

SERENDIPITY •yoonmin• Where stories live. Discover now