13

711 102 41
                                    

სახლამდე მიმავალი გზა ნამდვილად შორი იყო, მზეც აღარ ანათებდა.
უბრალოდ მივაბიჯებდი, როცა ხმა გავიგონე.
აქეთ იქით ვიხედები, ბევრ ხალხში ლამაზად ჩაცმულ ბიჭს ვხედავ.
პრობლემები სულ დამავიწყდა, მისკენ გავიქეცი და ჩავეხუტე.
ჯიმინი: ჯონგინ ჰიონ, არ ველოდი შენს ნახვას.
ჯონგინი: ჯიმინ, პატარავ შენ რა ტირი?
ჯიმინი: არა, რა სისულელეა, უბრალოდ ვსეირნობდი.
ჯონგინი: როგორ მიდის დავალების საქმე?
ჯიმინი: ძალიან კარგად.
ჯონგინი: ნუ იტყუები, ვცდილობ არ განგსაჯო მაგრამ არ შემიძლია.
ჯიმინი: ნუთუ?
ჯონგინი: კი, ქალღმერთმა ყველაფერი გაიგო.
ჯიმინი: ახლა რა ვქნა? მე მოღალატედ შემრაცხავენ და გამომაძევებენ?
ჯონგინი: არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ ასე არ მოხდება.
ჯიმინი: დარწმუნებული ხარ?
ჯონგინი: არა, თუმცა შენ პატარა ხარ, ეს შენი პირველი დავალებაა, შეიძლება უკანასკნელიც, არ ვიცი, ჯერჯერობით ისეთი არაფერი მომხდარა, ამიტომ რაც შეიძლება მალე უნდა დაბრუნდე უკან, სანამ ამას შენი მშობლებიც გაიგებენ.
ჯიმინი: არ შემიძლია, არ მინდა.
ჯონგინი: იცი, მეც დამემართა მსგავსი რამ, ძალიან მცხვენია, სწორედ მსგავსი რამ, როცა ცხრამეტი წლის ვიყავი, გახსენებაც არ მინდა, რას ვგრძნობდი, როცა კვლავ უკან დავბრუნდი, ყოველი უაზროდ გატარებული დღე მახსოვს, ტირილში, ეს საშინელება იყო, მაგრამ შევეგუე.
ჯიმინი: ახლა ის სადაა?
ჯონგინი: ის? სასაცილოა მაგრამ აქვეა.
ჯიმინი: არ შეხვედრილხარ?
ჯონგინი: ხშირად ვაკვირდები შორიდან, მაგრამ მან ეს არ იცის, უბრალოდ მეტჯერ ვერ დავუშვებ შეცდომას, ამჯერად ნამდვილად აღარ დავიმსახურებ პატიებას.
ჯიმინი: რამდენი წელი გავიდა?
ჯონგინი: ხუთი და მე ისევ ამ ქალაქში ვარ, მასთან ახლოს, მაგრამ არ შემიძლია მასთან საუბარი.
ჯიმინი: ვიცი, რომ სხვა გზა არ არსებობს, მაგრამ არ მინდა აქაურობის დატოვება.
ჯონგინი: შენ ყველაფერი კარგად დაიწყე, მაგრამ არ გამოგივიდა.
ჯიმინი: გამომივიდა, მინ იუნგი ახლა თეჰიონთან ერთადაა.
ჯონგინი: კი, მაგრამ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.
ჯიმინი: რაა? იუნგიმ ეს ჩემს გამო გააკეთა?
ჯონგინი: ვფიქრობ კი, ამიტომ დროა წავიდეთ.
ჯიმინი: როგორ მივატოვო, ახლა, როცა მან ჩემს გამო ამდენი შეძლო.
ჯონგინი: უკვე საღამოა, ჯიმინ, სახლში წადი, ხვალ ამ დროს კი უკან დავბრუნდებით.
ჯიმინი: გთხოვ არ გააკეთო ეს, გთხოვ მომეცი უფლება დაველაპარაკო, რამდენჯერ უნდა მეტკინოს გული, რამდენჯერ უნდა ვიგრძნო იმედგაცრუება, იუნგისთან მინდა, მენატრება, მე შევძელი და ის შევცვალე, გესმის?
ჯონგინი: ამაში არ არის საქმე ჯიმინ, ახლა აზრი არ აქ ისინი ერთად იქნებიან თუ არა, ქალღმერთს შეეშალა, ყელაფერი სისულელეა, თეჰიონს სრულიად სხვა მომავალი აქ, სხვასთან.
ჯიმინი: ჯან გუკი, მართალი ვარ? ეს ჯან გუკია, მათ შორის დიდი კავშირია.
ჯონგინი: მართალია.
ჯიმინი: და იუნგი?
ჯონგინი: ის მარტოობისთვისაა განწირული.
ჯიმინი: ამას, როგორ ამბობ, როცა ეს ადმიანი, ასე ძალიან მიყვარს.
ჯონგინი: ნუ დაგავიწყდება, რომ შენ ადამიანიც კი არ ხარ.
ჯიმინი: თავი დამანებე, ახლავე იუნგი უნდა ვნახო.
ჯონგინი: ხვალ საღამომდე ჯიმინ.

SERENDIPITY •yoonmin• Where stories live. Discover now