18

678 94 26
                                    

ჯიმინის pov

გზის მეორე მხარეს გაშეშებული ვიდექი და მის მზერას ვგრძნობდი.
რა გავაკეთო ახლა?
შემიძლია უბრალოდ გავიქცე, მართლაც  ამაზე ფიქრი არ მშორდებოდა, მაგრამ მის მზერას თავს ვერ ვარიდებდი.
ამდენი წლის შემდეგ ისევ ავტირდი, ვერც უკან დავიხიე და ვერც მასთან მივედი.
იუნგი, სწორედ როცა მისი ხმა გავიგონე, მან ჩემი სახელი დაიყვირა და ჩემსკენ წამოვიდა.

იუნგის pov

არა, ეს სიზმარი არ არის, გზის მეორე მხარეს ანგელოზი მომევლინა, ის ისეთი ლამაზი იყო.
ჩუმად წარმოვთქვი
- ჯიმინ.
არაფერზე დავფიქრებულვარ, გული ამიჩქარდა, თვალები ამემღვრა, დამებინდა, თუმცა მისი სახე წამით არ დამვიწყებია.
სულელივით გავიღიმე, აცახცახებული ვიდექი გზის პირას, სადაც მანქანები გაუაზრებლად მოძრაობდნენ.
არცერთი მანქანა არ შემიმჩნევია, ნაბიჯი წინ გადავდგი.
ღმერთო ჩემო, გზის მეორე მხარეს ჯიმინი იდგა და ის ტიროდა, მის გაბრწყინებულ სახეს ვხედავდი.
არ მინდიდა ეს მხოლოდ მოლანდება ყოფილიყო ან საბოლოოდ გავგიჟებულიყავი.
როცა მისი გაშეშებული სხეული დავინახე ხმამაღლა დავიძახე.
- ჯიმინაა...
ნამჯუნი გაოცებული იყურებოდა, ვერცერთი ნაბიჯი ვერ გავთვალე, გაუზარებლად გავიქეცი და პირველი რაც თვალებში მომხვდა მანქანაა, რამდენიმე მეტრით ჰაერში ვიგრძენი თავი, მტკივნეული იყო, მაგრამ არც ისე რადგან ჯიმინზე ვფიქრობდი, არც ის ვიცოდი ეს ჩემი ბოლო წუთები იყო, თუ არა მაგრამ წითელ სითხეში მოსვრილი გზაზე დავვარდი და ერთადერთი რამაც გამაძლიერა, ბუნდივანი ხმა იყო, გზის მეორე მხარეს.
ჯიმინი: იუნგი, აქ ვარ!
ანგელოზი დამყურებდა თავზე, ხმას კი ვერ ვიღებდი, ცრემლები მომდიოდა რომელსაც ვერავინ მწმენდდა.
ახლა როცა ისევ ცუდათ ვარ, ჯიმინი მოვიდა?
ატირებული მებღაუჭებოდა ჩემი პატარა მოჩი, მისი ხმაც აღარ მესმოდა, ბოლოს მახსოვს შველას ითხოვდა, მე კი თვალები ძალიან ნელა დავხუჭე.

SERENDIPITY •yoonmin• Where stories live. Discover now