22 • დასასრული•

759 62 26
                                    


- ჯიმინ, რა მოხდა?
- ნამჯუნ, იუნგი, ის ჰობიმ გაიტაცა.
- რას ამბობ, ჰობი მისი სესანგი?
- ნუთუ არ გახსოვს, ის ბიჭი კოლეჯიდან.
- ნამდვილად ისაა? რა გითხრა?
- რამდენიმე კილომეტრია იქამდე, ახლავე უნდა წავიდე.
- მარტო არ გაგიშვებ ჯიმინ.
- არა იქ მარტო ვერ წახვალ, ჩემი მანქანით წავიდეთ.
- მადლობა ჯინ, მაგრამ მითხრა, რომ მარტო მივსულიყავი.
- ნუ ხარ მეამიტი, ჯერ მივიდეთ, შემდეგ პოლიციაც გამოვიძახოთ, სხვა გზა არაა.
- რამდენს ლაპარაკობთ, ადექით წავიდეთ.

- ამ აპლიკაციას თუ დავუჯერებთ, ეს აქაა.
- მადლობა ჯინ, ახლა ჩემით წავალ
- ჩვენც წამოვალთ.
- არა, არ უნდა გაიგოს, რომ თქვენც აქ ხართ.

მანქანიდან გადმოვედი, გზა კვალ აბნეული დაღმართზე დავგორდი, სამშენებლო ნარჩენებისგან ბუღი იდგა შენობაში, სუნთქვაც კი მიჭირდა, თვალთა ხედვაც.
შორიდან ხმა ჩამესმოდა, მაგრამ საიდან მოდიოდა, ვერ ვხდებოდი.
ნელ-ნელა იმატა, მათთან ძალიან ახლოს ვიყავი, ერთადერთი ოთახი იყო, რომელსაც კარები ჰქონდა, სახელურს ხელი მოვკიდე და შევაღე

- ჯიმინ, რას აკეთებ აქ, ჰომ გთხოვე ჰომ გითხარი არ მოსულიყავი - იუნგი ყვიროდა, თავს ვერ იკავებდა.
- ახლავე გაგიყვან აქედან, გპირდები.

- მელოდებოდი ჯიმინ?
მას ხელში იარაღი ეკავა, თვალები ჩაწითლებული ჰქონდა, თმაც და სამოსიც მოუწესრიგებელი, გიჟს გავდა და ცრემლებს ამოფარებული ღიმილი დასთამაშებდა.

- რა გინდა ჩვენგან?
- სამაგიეროს გადახდა.
- რომელ სამაგიეროზე ამბობ, ნაბიჭვარო ჰომ გითხარი ახლავე მოგეკალი, ჯიმინი რატომ გარიე ამაში.
- შენი სიკვდილი ბედნიერებას ვერ მომიტანს, შენი სიკვდილი ვერ გააქრობს ჩემს ტანჯვას, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში გავიარე, იცი იუნგი როგორ ვცხოვრობდი? იცი ეს დაწყევლილი 4 წელი როგორ გავატარე? ყველაფერი შენი ბრალია, შენ მოკალი ჩემი ერთადერთი სიყვარული.
- მე არავინ მომიკლავს
- როცა კოლეჯში გაიგეს, რომ ის მოსწავლეს ხვდებოდა, იცი რა მოხდა?
- კი გაანთავისუფლეს.
- მე მუდამ მის გვერდით ვიყავი, ყოველთვის მის მხარეს ვიჭერდი, ყველაფერს ვაკეთებდი, რაც კი ჩემს შესაძლებლობებს აღემატებოდა, მაგრამ სამაგიეროდ რა მივიღე? ის ჩემი ერთადერთი ნამდვილი სიყვარული იყო, მაგრამ ყველაფერი დავკარგე.
იცი მაინც მას შემდეგ რამდენი გასაუბრება გაიარა, რამდენი იმედგაცრუება ნახა, შენსა და ჩემს გამო, რადგან არცერთ სკოლას არ სჭირდებოდა მასწავლებელი, რომელიც მოსწავლესთან ურთიერთობაში იყო ბრალდებული.
განა რა დავაშავეთ ჩვენ ორმა, რატომ არ შეიძლებოდა ჩვენი ერთად ყოფნა, რატომ უნდა ცხოვრობდე შენ ბედნიერად, ის კი არც სუნთქავდეს.
- შენ მატყუარა იყავი, რამდენი ხანი უსირცხვილოდ მატყუებდი, დამცინოდი როცა მასთან იყავი, შენი დანაშაული არაფერს ნიშნავს?

SERENDIPITY •yoonmin• Where stories live. Discover now