4

786 109 17
                                    

    სირბილი შევწყვიტე, როცა მივხვდი, რომ კოლეჯს კარგად გამოვცდი, სახლში დაბრუნება არ მინდოდა, თუმცა მართლაც დავიღალე,   ჩემს თავს ვარწმუნებდი, რომ მხოლოდ ერთი ადგილიც კიდევ და სახლში წავიდოდი, ჩანთა გავხსენი და ფურცელი ამოვიღე, თეჰიონის მისამართს დავაკვირდი და მისი სახლისკენ წავედი.

გზად ყველაფერს გულდასმით ვათვალიერებდი, არ მინდოდა რაიმე გამომრჩენოდა, საბოლოოდ მივაგენი მის სახლს, თეჰიონი ვერსად დავინახე, მხოლოდ იუნგი, რომელიც უკან ბრუნდებოდა, ნუთუ ამ ბოროტებამ თეჰიონი მოაცილა. სიხარულისგან გავიღიმე და თავი ჩავღუნე, დავფიქრდი, რომ იმდენად კარგად გამომდის ამ ურთიერთობის აწყობა, პრემიაც კი მეკუთვნის, ვერც კი შევამჩნიე გაღიმებულს იუნგი როგორ მომშტერებოდა, თვალებიდან კვლავ ყინვას აფრქვევდა, გავქვავდი როცა ჩემსკენ დაიძრა. ჯანდაბა, ჯანდაბა ბევრჯერ შემამჩნია, ახლა რა გავაკეთო, ერთადერთი რაც აზრად მომივიდა გაქცევა იყო, უკან მოუხედავად კვლავ გავიქეცი.
იუნგის სახეზე გაკვირვება შეეტყო, მისი სიცილის ხმაც მომესმა, ალბათ დამცინა, მართლაც რა სამარცხვინოა.

თავჩაღუნილი სახლისკენ მივდიოდი, ვფიქრობდი ხვალაც მისი დანახვა მომიწევს, ზეგაც და საერთოდ ყოველდღე, ვბუტბუტებდი ჩემთვის. თან ფეხით პატარა კენჭს ვაგორავებდი, ჩემს ფიქრებს ამით ვფანტავდი წამიერად.

სახლში მისული, დაღლილი სავარძელში კომფორტულად მოვთავსდი და კვლავ დავფიქრდი, ალბათ რაც კი როდესმე მიფიქრია, ასეთი ჭკვიანური არასდროს არაფერი მითქვამს, მართლაც რომ ვერაფერი ვიგრძენი მათი ერთად დანახვისას, მეც მიკვირს, არა მართლაც უცნაურია, საერთოდ არაფერია ამ ადამიანებს შორის საერთო, რამე შეცდომა ჰომ არაა, მაგრამ ქალღმერთს არ შეეშლებოდა, არ ვიცი ვერ გეტყვით, მე არასდროს მინახავს  კუბიდონის შეწყვილებული ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს შესციცინებენ ბრმა სიყვარულით, თუმცა ეს არც  დასაწყისი იყო, არც არაფერი, ორი სრულიად განსხვავებული ადამიანები, თუმცა ორივეს გარეგნობა ისეთი განსხვავებული და იდეალურია, კიმ თეჰიონი, ის არაამქვეყნიური საოცრებაა, ვისურვებდი მასსავით გამოვიყურებოდე, ჟურნალებში მიღებდნენ.
გამეცინა, მე არ შემიძლია ამის გაკეთება, თავი გავაქნიე მორცხვად, თუმცა მართლაც სასიამოვნოა ალბათ მოსწონდე ათასობით ადამიანს, თუნდაც ასე მარტივად მიიპყრო მინ იუნგის ყურადღება, თითქმის არაფერი გამიკეთებია, იუნგი კი უკვე დაინტერესდა მისით, თავი ჩავღუნე, ნუთუუ რაზე ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა მინ იუნგი, სულაც არ მჭირდება მისი ყურადღება, არა არ მაინტერესებს.

SERENDIPITY •yoonmin• Where stories live. Discover now