2

980 107 7
                                    

თეჰიონის pov

ჩემთვის ყოველი დღე ერთი და იმავეს ჰგავს, ლოგინიდან ადგომა იმას ნიშნავს, რომ საღამომდე მის დანახვაზეც კი ვერ ვიოცნებებ, რამდენი რაამ უნდა ვაკეთო, რამდენი რამ შეიძლება ავიტანო, ახლა თუ გამზადებას არ დავიწყებ, კოლეჯში დავაგვიანებ, კოლეჯში თუ დავაგვინებ, გაკვეთილების შემდეგ დარჩენა მომიწევს, თუ გაკვეთილების შემდეგ დამსჯიან გადაღებაზე დავაგვიანებ, თუ გადაღებაზე ვერ წავალ დედაჩემი სამარეს თავისი ხელით გამითხრის, რა მაქ საწუწუნო როცა მეორე კურსზე ვარ და უკვე ამდენს მივახწიე, ჩემი ფოტოები მოდის ჟურნალებში იბეჭდება, ფოტოსესიები, ეს ჩემთვის ყიველდღიურობაა, თუმცა ამდენი წარმატების გამო, მენჯერმა მითხრა, რომ ჩემს საპოდიუმო დებიუტსაც მალე მოვესწრები. ეს კი ჩემი მომავალს მთლიანად შეცვლის, მე ნამდვილად მომწონს ჩემი სამუშაო, არც კი მინდა წარმოვიდგინო რას გავაკეთებდი, არც არაფერი მდომებია გულით, ეს საქმე კი ვფიქრობ შემეფერება.

გაკვეთილები დაიწყო, მარტო ვიჯექი მერხთან, როცა მასწავლებელი შემოვიდა, ყველას ყურადღება მიიქცია როცა ახალი მოსწავლის სახელი და გვარი გამოაცხადა
- ჯეონ ჯონ გუკი - თან მომღიმარ ბიჭს შეხედა, რომელსაც ყავისფერი თმა ჰქონდა, პრიალა ვარდისფერი ტუჩები, ტუჩის დაბლა პატარა ხალი, ამას რთულად თუ შეამჩნევდით მისი ლამაზი ტუჩების გამო. თუმცა იმდენად მიიქცია ჩემი ყურადღება, მისი არცერთი დეტალი არ გამომრჩენია, მაღალი გამხდარი ბიჭი პატარა ბავშვივით იდგა, არ ვიცი რა დავინახე მის თვალებში, თითქოს ის თვალებით სრულიად სხვანაირად საუბრობდა, ხოლო გარეგნულად ანგელოზის იერს აფრქვევდა. აქეთ იქით ყურებით ბოლოს ჩემს გვერდით თავისუფალი ადგილი დაინახა და მომიჯდა, უხერხულად მივიწიე, ჩანთა მეორე მხარეს გადავდე, ძლივს ამოვილაპარაკე.
თეჰიონი: გამარჯობა, მე კიმ თეჰიონი ვარ - როგორი გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო, მისგან პასუხი ვერ მივიღე, მან მისი თვალებით ხარბად ამათვალიერა, უბრალოდ გატრიალდა და ყურადღებაც არ მომაქცია.

SERENDIPITY •yoonmin• Where stories live. Discover now