17

616 89 25
                                    

ჯიმინის pob

ფურცელს გაოცებული მივშტერებივარ,
კიმ ნამჯუნი და კიმ სოკ ჯინი.
რათქმაუნდა ორივე ვიცი, ამდენი წლის შემდეგ, მე ისევ აქ ვარ და ისევ მათი ნახვა მიწევს?
რამდენი წელი გავიდა, ნუთუ კონტაქტი აქვთ, მახსოვს ერთმანეთს არც კი ესაუბრებოდნენ.
ნამჯუნი, რომელიც სახლამდე გაცილებას მთავაზობდა, სწორედაც იუნგის საუკეთესო მეგობარი.
ჯინი რომელიც, ჩემი კოლეჯის გიდი იყო, არ მჯერა, რომ ისევ ამ აურზაურში დავბრუნდი.
ორივეს მისამართი მაქ, თუმცა არსად მეჩქარება.
რა შეიძლებოდა, პირველ რიგში გამეკეთებინა, იმ წამსვე ჯონგინი გამახსენდა, უზომოდ გამაბედნიერებდა ახლა მისი ნახვა, მჭირდებოდა ახლა მასთან საუბარი, მრავალი კითხვა მქონდა.
ნეტავ როგორ შეეგუა აქაურობას  სამუდამოდ? როგორია თავისუფლება და საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფნა.
უკვე გვიანია, უნდა დავიძინო.

ფანჯარაში შემოხწეული მზე მაღვიძებს,  კარგ პერიოდში მომიწია, კვლავ სეულში ყოფნა, სასიამოვნოა რომ აქ ზაფხულს გავლევ, სიცივე არ შემაწუხებს,  სითბო ეს, ისაა რაც ყველაფერზე მეტად მიყვარს.
ლოგინიდან ვდგები და მისაღებში გამოვდივარ, სავარძელში ჩავესვენე, ტელევიზორის პულტი მოვიმარჯვე, ამაყად დავაჭირე მწვანე ღილაკს, მინდოდა ყველა ღილაკი გამომეცადა, ყველა რიცხვის კომბინაცია ამეკრიფა.
ყველაფერი მაინტერესებდა მაგრამ ერთ არხს ვერ ვირჩევდი.
პულტი გვერდით დავდე და სამზარეულოში ყავის მოსამზადებლად გავედი, დაახლოებით ვიცი როგორ მზადდება, როცა მოვსვი, მაშინვე იუნგის გაკეთებული ცხელი შოკოლადის  გემო გამახსენდა.
რათქმაუნდა ეს ყავა, მასთან ოდნავაც ვერ მივიდოდა, მაგრამ იმ წამს, მომინდა კვლავ მასთან ერთად სხვენში მშვიდად ცხელი შოკოლადი დამელია.
ჭიქას ვიღებ და კვლავ მისაღებში გამოვდივარ, ყველაზე საოცარი რამ, ნაცნობი ხმა ჩამესმის, არაფერს ვაქცევ ირგვლივ ყურადღებას, ოთახის კარები სწრაფად გამოვაღე, ნუთუ საიდან მოდის ეს ხმა.
საშინლად ამიჩქარდა გული, ამომივარდებოდა თუ გამისკდებოდა არ ვიცოდი, კვლავ ოთახში შემოვდივარ ყავით ხელში, წამიერად ტელევიზორს ვაშტერდები, კვლავ გვერდით ვიხედები, უარესად ამიჩქარდა გული როცა კვლავ ტელევიზორს შევხედე, თვალები, გული, ხელები, სხეული გამეყინა და ჭიქა ხელიდან გამივარდა.
იუნგი...

SERENDIPITY •yoonmin• Where stories live. Discover now