7

724 101 25
                                    

დამაბრმავებელი სანახაობაც დასრულდა, როცა კოლეჯიდან ჰობი გამოვიდა, თავი დაბლა ჰქონდა ჩაქინდრული და ჩუმად ცრემლებს იწმენდდა, გულ ნატკენს გავდა, განადგურებულს.

ნაბიჯი შეანელა, როცა თეჰიონი და იუნგი დაინახა, მათი კოცნა არავისთვის ყოფილა შეუმჩნეველი, არც მისთვის.
ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და გაოგნებული მისჩერებოდა.

ნამჯუნმა შემომხედა
ჯიმინი: ნამჯუნ, რამე გააკეთე - მათკენ წასვლას აპირებდა, როცა თეჰიონი ნელა გამოიწია, იუნგის თვალებში ჩააშტერდა, იუნგმაც კმაყოფილი მზერით, სახეზე ეფრებოდა თეჰიონს, მაგრამ ხელი ადგილზევე გაუშეშდა, როცა ჰობი დაინახა.
იუნგი: აქ რა გინდა?
ჰოსოკი: და შენ, არარაობავ, მე მეძახდი  მოღალატეს, არც შენ კარგავ ვხედავ დროს.
იუნგი: მემგონი არ გეყო დღევანდელი - თეჰიონი იუნგის წინ გადაუდგა.
თეჰიონი: დაანებე თავი.
ჰოსოკი: როგორ ბედავ და ერევი - ვერც იუნგიმ შეძლო ჰობის  დაკავება, ძალიან ძლიერად დაარტყა თეჰიონს სახეში და ხელი კრა.

კვლავ განაგრძნობდა ყვირილს, ალბათ კიდევ უფრო მეტსაც დაუშავებდა თეჰიონს, ნამჯუნს, რომ არ წაეყვანა.

წამოდგომას აპირებდა თეჰიონი, როცა მას ქუქი მიუახლოვდა, ჩაიმუხლა, ერთი ხელი წელზე შემოხვია, მეორე ხელზე მოკიდა და წამოდგიმაში დაეხმარა, თავბრუდახვეულმა თეჰიონმა თავი ვერ შეიკავა და ჯანგუკს მკლავებში ჩაუვარდა.
ძლიერად იჭერდა ქუქი ბიჭს და თვალს არ აშორებდა, თეჰიონის თეთრ, ლამაზ კანს ძლიერად დასტყობოდა, თითების კვალი წითლად. ჯანგუკმა თვალებიდან თმა გადაუწია და სახეზე ნაზად შეეხო, თითქოს თვალები აემღვრა, უფრო ძლიერად დაიჭირა ბიჭი და გულში ჩაიკრა.

ქუქი: თეჰიონს, მე წავიყვან, არც გაბედო და არ გაინძრე, საკმარისია რაც დღეს გააკეთე, ყოველთვის შენს გამო  რატომ უნდა იყვნენ ცუდათ სხვები.
ჩახუტებული თეჰიონი წამოაყენა და წაიყვანა.

ერთ ადგილს მიშტერებული დარჩა იუნგი სრულიად მარტო, ვხედავდი როგორ სტკიოდა გული, ვხედავდი მასში მწუხარებას და სინანულს, თუმცა რას ნანობა არავინ იცის, ის ჰომ არ იმჩნევს გრძნობებს, მათ გულში იკლვს, შემდეგ კი ეს დაგროვილი ტკივილი ერთიანად ერჩის, თავს ვერ აკონტროლებს, რა შეიძლება მოსწონებოდა მას, რას შეიძლებოდა გაეღიმებინა ცისფერთმიანი ბიჭი, იცით ამ წუთას მის მთლიან სილუეტს მივშტერებივარ, მან კი თავი აწია და შემომხედა.
პირველად არ მიგრძნია მისი გამოხედვიდან სიცივე, მეც პირველად ვეცადე მასთან ახლოს ყოფნა, ძალიან ნელა მისკენ წავედი, არც განძრეულა, თითქოს მელოდებოდა, ვერც ხმის ამოღება გავბედე, მეც მასავით თავი ჩავხარე, შემეძლო, მინდოდა მეყვირა მისთვის, რომ ცუდი ადამიანია, რომ ყველას ტკენს, რომ სიყვარული არ შეუძლია -  რომ ძალიან მომწონდა.

SERENDIPITY •yoonmin• जहाँ कहानियाँ रहती हैं। अभी खोजें