10

716 105 19
                                    

  ჯიმინის pov

ეს პირველი იმედგაცრუება არაა. მინდოდა მშვიდად მეყურებინა მათთვის, მაგრამ არაფერი მომწონდა გარშემო,  არაფერს არ ქონდა ხიბლი, არც ქუქის გაბრაზებულ თვალებს, არც იუნგის გამოხედვას, არც იმას რომ მტკიოდა.

ყველანაირი მიშტერების გარეშე, გულგრილად გზა გადავუჭერი და კოლეკში შევედი, არ მინდოდა რაიმე შემტყობოდა, მე ჰომ ერთი ჩვეულებრივი, ჰო ადამიანიც კი არ ვარ, იუნგისთვის არაფერს ვნიშავ, არ მივცემ ჩემს თავს უფლებას მან გული გამიტეხოს, ახლა მხოლოდ ჩემს თავზე ვიფიქრებ, იუნგის თავისი ცხოვრება აქ.

იუნგის ნაწილი

   დიდ ხნიანი დაკვირვების შედეგ, ჯიმინის თვალებში უბრალოება დავინახე, ჩემს თვალწინ შეაბიჯა კოლეჯში და ზედაც არ შემოუხედავს, არ ვიცი ეს გამიხარდა თუ მეწყინა, თეჰიონისკენ შევაბრუნე თავი, ისიც ჩაფიქრებული ჩანდა, მაგრამ რატომ?
ახლა მის ადგილას, რომ ჯიმინი ყოფილიყო, ჯიმინი ისეთი ბედნიერი იქნებოდა, მაგრამ თეჰიონი ბედნიერს არ გავდა.
იუნგი: დასვენებაზე გნახავ, კლაში შედი.
თეჰიონი: კარგად -  მხოლოდ ეს მითხრა და წავიდა.
არანაირი ტკბილად დამშვიდობება.
დასვენებაზე თეჰიონის კლასთან მივედი, მინდოდა სასადილოში ერთად ჩავსულიყავით თუმცა, რამაც ყველაზე მეტად გამაოგნა, ქუქის თეჰიონის მკლავზე ხელი ჰქონდა ძლიერას ჩაჭიდებული და სადღაც მიყავდა.
უკან ჩუმად გავყევი, ცარიელ კლაში შევიდნენ, სადაც არავინ იყო.
კარებთან ჩუმად დავდექი და მათ ვუსმენდი.

თეჰიონის pov

   ვიცოდი, გაკვეთილზე ქუქის მზერას თავს ვერ ავარიდებდი, უკვე მეზიზღებოდა აქაურობა, ძველი დრო მენატრებოდა, როცა ყველას ჩემთან დაახლოება უნდოდა, მე კი ახლოს არავის ვუშვებდი, ყოველთვის მარტო ვიყავი, ახლა კი რამდენ ადამიანს შორის ვარ, აქ კი სიმშვიდე არ არსებობს, კარები შევაღე და ადგილი დავიკავე.
ქუქი: გუშინ უბრალოდ სიტყვები მომიგდე და მანქანიდან გადახვედი, ეს რას ნიშნავდა?
თეჰიონი: იმას, რომ მე და შენ ერთად არ ვიქნებით.
ქუქი: მეხუმრები ჰო? მკოცნიდი და ამას ახლა ამბობ? ეს შემოსვლის სცენა  საერთოდ არ იყო ეფექტური, იუნგი სხვას უყურებდა შენ კი მე, ამას შენ ურთიერთობას ეძახი?
თეჰიონი: ვის უყურებდა?
ქუქი: რა მნიშნელობა აქ, დავინახე უყურებდა,  ხედავ ეგეც კი ვერ შეამჩნიე იმდენად მომშტერებოდი.
თეჰიონი: დამანებე თავი, მეშინია შენი.
ქუქი: ჩემი გეშინია? ვინც იმ დღეს წამოგაყენა, იქაურობას მოგაცილა, მშვიდად მიგიყვანა სტუდიაში და ჩემი ძმის არ გეშინია? ვინც რამდენჯერ დაგანახა თავისი ნამდვილი ხასიათი.
თეჰიონი: რა გინდა  საბოლოოდ, შეგიძლია მითხრა?
ქუქი: აქ არა, დასრულდეს გაკვეთილი.

SERENDIPITY •yoonmin• जहाँ कहानियाँ रहती हैं। अभी खोजें