22

251 37 68
                                    

დილით ხმამაღალი ყვირილი მაღვიძებს.

შეშინებული რაც შეიძლება სწრაფად ვდგები საწოლიდან და ქვემოთ ჩავრბივარ.

მისაღებში შევდივარ საიდანაც ყვირილის ხმა ისმის.

- რა ხდება?! - ვიძახი შეშფოთებული თუმცა მაშინვე ვხედავ ყველაფერს და ვოხრავ.

კედელთან ჩაკუნტულ თენს ვხედავ რომელსაც თავზე ვინვინი ადგას სხვადასხვა სახეობის ხილით დახუნძლული.

ჯისონი, დოიონი და ლონჯუნი კი ისე უყურებენ ამ ყველაფერს თითქოს არაფერი ხდებოდეს.

- თქვენ რა მეხუმრებით?! - ვიძახი იმედგაცრუებული და შუბლში ხელს ვირტყამ.

- ვაიმე, გაგაღვიძეთ? - იძახის ვინვინი შეშფოთებული სახით.

- თენის კივილს ეხუმრები?!

- ბოდიში აერა, - ამოილუღლუღა თენმა და წამოდგა, - მაგრამ ეს არსება ხილით მემუქრებოდა!

- ღირსი ხარ, აბა გეგონა შეგარჩენდი საწოლში რომ კალია ჩამიგდე? - წამოიყვირა ვინვინმა.

- მოიცა თენმა კალია აიყვანა ხელში? - ვიკითხე სიცილით.

- არა, ჯონის ვთხოვე, - ამიხსნა თენმა.

- გამაგიჟებთ, - გავაქნიე თავი და ჩემს ოთახში ავბრუნდი.

ძილის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა, ამიტომ თავი მოვიწესრიგე და ისევ ქვემოთ ჩავედი.

მას შემდეგ რაც საჭმელი ვჭამე და იქაურობაც მივალაგე, გადავწყვიტე კომპანიაში წავსულიყავი, რაღაც საქმეების მოსაგვარებლად.

გავემზადე და ბიჭების გაფრთხილების მერე ესემში დავგაზე.

სუმანის კაბინეტში მასთან ერთად საქმის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების მერე კი ექსოსთან გავეშურე. ვიცოდი რომ კომპანიაში იყვნენ.

მათი ოთახისკენ წავედი და დაკაკუნების შემდეგ შიგნით შევედი.

მენეჯერიWhere stories live. Discover now