20

211 38 8
                                    

- აბა ახლა ყველანი დაწყნარდით და მომისმინეთ! - ვყვირი ბოლო ხმაზე.

საშინელი არეულობაა, ბიჭებთან ერთად მათთვის გამოყოფილ ოთახში ვარ, მამა მალე დაიწყება. ბიჭები კი სასტიკად ნერვიულობენ.

- ამდენს თუ ინერვიულებთ თქვენთვისვე იქნება ცუდი, - ვუწევ ხმას, - ყველაფერი კარგად იქნება ბიჭებო, დარწმუნებული ვარ რომ თითოეული თქვენგანი უმაღლესი ხარისხის პერფორმანსს აჩვენებთ ხალხს.

- კულისებში უამრავი ხალხი ირევა, ლამის დავიკარგე, - ოთახში შემოდის თეიონი.

- ჯერ მარტო იმდენი ჯგუფია, მერე ცალკე სტაფის წევრები, გადამღებები და ერთი ამბავი, - ეპასუხება დოიონი.

- იანი და ჰენდერი სად არიან? - ვეკითხები თეიონს.

- ბოლოს კულისებში დავინახე, მერე აღარ ვიცი.

- წავალ მოვძებნი, თქვენ აქ იყავით, - ვაფრთხილებ ბიჭებს და ოთახიდან გამოვდივარ.

მართლაც საშინელი ხალხმრავლობაა. ვცდილობ იანიანი და ჰენდერი ვიპოვო, მაგრამ თვალები მიჭრელდება ჩემს წინ იმდენი ხალხი ირევა.

ხომ ვუთხარი აქეთ-იქით არ იბოდიალოთ თქო. რომ ვიპოვი ორივეს ყურებს ავახევ.

ამდენ ხალხში ბოლოს თემინის სახეს ვლანდავ და მისკენ მივდივარ.

- იანიანი და ჰენდერი ხომ არ გინახავს? - ვეკითხები მაშინვე.

- საპირფარეშოსთან დავინახე, - მპასუხობს რამდენიმე წამიანი დაფიქრების მერე.

- კარგი, წარმატებები, - ვეუბნები ბიჭს და საპირფარეშოსკენ მივდივარ.

როცა ადგილზე მივდივარ ვჩერდები.  გარეთ არ დგანან, მე კიდევ ბიჭების საპირფარეშოში ვერ შევალ.

ჯანდაბა.

აქეთ-იქით ვიხედები, იქნებ ვინმე ნაცნობი აიდოლი დავლანდო და შიგნით შევაგზავნო, მაგრამ მაინცდამაინც ჩემს ჯინაზე არ ჩანს არავინ.

მენეჯერიWhere stories live. Discover now