29

213 32 18
                                    

დილაადრიან ზარის ხმა მაღვიძებს.

მინჯუნია.

- სერიოზულად?! - ვწუწუნებ და ყურმილს ვიღებ, - გირჩევნია სიკვდილ-სიცოცხლის საქმე იყოს თორემ ვერ გადამირჩები.

რამდენიმე წამი სიჩუმეა.

- გაგაღვიძე?

- კი.

- ბოდიში... გავთიშავ და მერე დაგირეკავ, - მითხრა შეწუხებული ხმით.

- უკვე გამაღვიძე ასე რომ მითხარი სათქმელი.

- კაფეში მინდოდა დამეპატიჟებინე, თუ გცალია რათქმაუნდა.

- დღის მეორე ნახევარში თავისუფალი ვარ.

- ეს თანხმობაა?

- კი.

- მაშინ მოგვიანებით დაგირეკავ და ადგილს შეგატყობინებ.

დავემშვიდობე და გავუთიშე.

ძილი უნდა გამეგრძელებინა როდესაც გავიაზრე, რომ დღეს ბიჭებს კომპანიაში საქმეები ჰქონდათ და უნდა წამეყვანა.

სხვა გზა არ მქონდა. ავდექი და გავემზადე.

ყველას ოთახს სათითაოდ დავუარე და ბიჭები გავაფრთხილე რომ მივდიოდით.

სანამ ყველა მოწესრიგდებოდა მანამდე დრო მქონდა, მისაღებში შევედი და დივანზე ჩამოვჯექი.

- ნუნა! - მომიჯდა გვერდით ჯისონი.

- გისმენ.

- ჩემი დაბადების დღისთვის რას ვაპირებთ? - მკითხა გაბრწყინებული თვალებით.

დამერხა.

მისი დაბადების დღისთვის ჯერ არაფერი დამიგეგმავს.

- მმ... რომ გითხრა აზრი აღარ ექნება, ამიტომ მოგიწევს შენს დაბადების დღეს დაელოდო, - ვუთხარი ნერვიული ხმით.

თავი ღიმილით დამიქნია და თავის ოთახში აბრუნდა.

სასწრაფოდ რამე უნდა მოვიფიქრო. ჩემს ბავშვს ასე ვერ დავტოვებ.

მენეჯერიWhere stories live. Discover now