34

321 31 86
                                    

მშვიდად ძილს ვიღაცის ფეხები მაწყვეტინებს, რომელიც სახეზე მედება და მაწუხებს. უკმაყოფილოდ ვბუზღუნებ და ვცდილობ შემაწუხებელი ფეხები სახიდან მოვიშორო.

- ვინ უღუტუნებს ჩემს ფეხებს?! - მესმის უცებ ჩოს უკმაყოფილო ხმა.

- ჩემი სახიდან მოაშორე თუ შეიძლება, - ვეჯიკავები და ვცდილობ წამოვდგე, რაც ადვილი ნამდვილად არაა რადგან არამარტო ჩოს ფეხები, არამედ მთლიანი ჩო მე მაწევს ზედ.

- მაცადე ძილი ბოზო! - ყვირის ჩო და გვერდით ტრიალდება.

- პრინცი არ მოვა შენს გასაღვიძებლად მძინარე მზეთუნახავო, ამიტომ აწიე ტრაკი და ადექი, დაღამდა, - უკანალზე საკმაოდ მწარედ წამოვარტყი და სანამ თვითონაც მომწვდებოდა ლოგინიდან წამოვხტი.

- წელი მტკივა, - როგორც კი თვალები გაახილა მაშინვე წუწუნი დაიწყო, - შენი ბრალია, კარგად არ მეძინა შენს გამო, - დამაბრალა უცებ ყველაფერი.

- მადლობელი იყავი აქამდე რომ ამოგათრიე, თორემ იატაკზე ძილი მოგიწევდა, - მივუგე ნიშნისმოგებით, გუშინ გათიშული ეგდო ძირს და მე რომ არ მეწვალა მის აქამდე ამოყვანაში, წელი კიარა არცერთი ძვალი არ ექნებოდა მწყობრში.

- არც კი გაბედო და აბაზანაში პირველი არ შეხვიდე! - გამწარებულმა იყვირა მაშინვე, როცა პირსახოცით ხელში დამინახა.

- დაგაგვიანდა, - თვალი ჩავუკარი და აბაზანაში შევედი.


***

საბედნიეროდ სახლი დალაგებული დამხვდა, დილით დამლაგებელი მოსულა. წარმოდგენაც არ მინდა რას იფიქრებდა როცა იმ არეულობას დაინახავდა რაც ჩვენ გუშინ დავტოვეთ.

- აბა დღეს რა გეგმები გაქვს? - მეკითხება ჩო და ჭიქიდან ყავას საკმაოდ ხმაურიანად ხრუპავს.

- ჯერჯერობით არაფერი, ვნახოთ რამე საქმე თუ გამომიჩნდება, - ვპასუხობ და წყალში ჩაის პაკეტს ვაგდებ.

- ფუ, შენ ისევ სულ ჩაიებს სვამ? - სახე დამანჭა ჩომ.

- ჩაის შეურაცხყოფას ნუ აყენებ ყავის მოყვარულო ცოდვილო! - ვუთხარი აღშფოთებული ხმით.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Feb 23, 2022 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

მენეჯერიWhere stories live. Discover now