12

327 45 107
                                    

 

ვინც არ უნდა იყოს ეს 'ბატონი ლი', ახლა მაგისი თავი არ მაქვს.

ბიჭებმა დაამთავრეს გამზადება.

  - ყველა მზადაა, - ვუთხარი პროდიუსერს.

  - მშვენიერია, გარეთ გავიდეთ და გადაღება დავიწყოთ, - მითხრა და ოთახიდან გავიდა.

ჩემს ამალასთან ერთად უკან გავყევი.

უკვე ყველაფერი მზად იყო, მანქანები გამოყვანილი ჰყავდათ, კამერებიც საჭირო ადგილებში იყო დაყენებული და განათებებიც.

მრბოლელმა ბიჭებმა ჩაფხუტები მოიმარჯვეს და მანქანებისკენ დაიძრნენ.

  - აბა ჩემებო, მოდით აქ, - დავიძახე და ყველა ჩემთან შევკრიბე - ესეიგი, ჯერ იცეკვებთ, აი ამ ადგილას, - ვუთხარი და ტრასისკენ ვანიშნე.

  - და მანქანები იდრიფტავებენ? - შესძახა მარკმა.

  - ხო, მერე უკვე თქვენი დიადი ვიზუალი რომ გამოჩდეს კლიპში, მაგისთვის ცალ-ცალკე გადაგიღებენ მოტოციკლეტებზე.

  - უნდა დავიწყოთ უკვე, - გვითხრა გადამღებმა - ბიჭებო მოეწყეთ და შეეცადეთ ცეკვის ილეთები არ დაგავიწყდეთ.

  - მე მალე დავბრუნდები, - ვუთხარი ყველას და ოთახში დავბრუნდი.

სად ჯანდაბაში წავიღე ტელეფონი?

ძებნა დავიწყე. ოხ ეს სკლეროზი.

რამდენიმე წუთი დამჭირდა, სანამ ბოლოს დივნის გვერდში არ ვიპოვე ჩათხრილი.

არის!

  - მაგრად მომწონს ეს ყველაფერი, - დარა როგორც ყოველთვის არსაიდან გაჩნდა ჩემს გვერდით.

  - რა?

  - ეს ფორმები, ცეკვა, უკანა ფონი, მაგარია.

  - მაგაში გეთანხმები, ბიჭებს საუკეთესო ქამბექი ექნებათ.

  - წარმატებები, - მომაძახა სანამ და ოთახიდან გამოვედი.

მენეჯერიWhere stories live. Discover now