19

206 39 62
                                    


ამ რამდენიმე დღეში ბიჭების ვარჯიშმა მშვენივრად ჩაიარა, თეიონსაც თავის დროზე მოურჩა ფეხი ამიტომ მანაც სრულყოფილად შეძლო მომზადება. მათი თავდაუზოგავი შრომის წყალობით იმაზე კარგად მოემზადნენ მამას დაჯილდოებისთვის, ვიდრე აპირებდნენ.








***

- ბიჭებო, უკვე სრულიად თავისუფლები ხართ, - ვყვირი რომ ყველამ კარგად გაიგოს ჩემი ხმა, - ხვალ მამაა, იცოდეთ დღეს ძალიან კარგად უნდა დაისვენოთ!

- შენ წასვლა გინდა ხომ? - მომიდგა თეიონი გვერდით.

- ხო, ჩემს ძმასთან მინდა წავიდე, უჩემოდ წახვალთ დორმში?

- კი კი, მოვუვლით ჩვენს თავებს.

- მაშინ მე ახლავე წავალ, ბიჭებს მიხედე კარგი, შევეცდები მალე დავბრუნდე.

ბიჭებს დროებით დავემშვიდობე, ჩემს ნივთებს ხელი დავავლე და გარეთ გამოვედი. მათ მძღოლი წაიყვანს, ამიტომ გადავწყვიტე ჩვენი მანქანით მე წავსულიყავი.

ვინაიდან მარტო მე ვიყავი, მანქანა სწრაფად მიმყავდა, ამიტომ დანიშნულების ადგილას იმდენად მალე მივედი ვერც კი გავიაზრე.

მანქანა დავაყენე და გადმოვედი, ბილიკი უცებ გადავკვეთე და კარზე დავაკაკუნე. კიჰიონმა გამიღო.

- აერა, არ გელოდი!

ჩავეხუტე და შიგნით შევედი.

- უცბად შემოგირბინეთ, - ფეხზე გავიხადე, ჩანთა იქვე მივაგდე და მისაღებისკენ გავწიე.

ბიჭები მოვიკითხე, რათქმაუნდა ჩანგიუნი მათთან ერთად არ იყო, მაგრამ ახლა ბიჭებთან მოვედი და არა მასთან, სადაც არ უნდა იყოს არ მაინტერესებს.

- აბა, რახდება? - ვიკითხე და სავარძელში ჩავჯექი.

- ყველაფერი კარგადაა, ხვალისთვის სრულყოფილად მოვემზადეთ, - მიპასუხა შონუმ.

- მშვენიერია, ხვალ მეც იქ ვიქნები და თუ რამეა მნახეთ, - გავაფრთხილე ბიჭები.

მენეჯერიWhere stories live. Discover now