8

345 46 66
                                    

უკვე საღამოს ათი საათია, მე კი ჩემს ოთახში საწოლზე ვარ წამოკოტრიალებული და ლეპტოპში ფილმს ვუყურებ.

ამის მეტი საქმე მართლა არ მქონდა.

მოულოდნელად სკაიპიდან ზარი შემოდის, მობეზრებული ვოხრავ, რადგან საინტერესო მომენტზე გამაწყვეტინეს, თუმცა როცა ადრესატის ვინაობას ვადგენ, ლამისაა საწოლიდან ჩამოვვარდე.

სასწრაფოდ ვრთავ კამერას და პირახეული ვაჩერდები ეკრანს.

  - აერააა... ღმერთო ჩემოო... - წივის ეკრანზე გამოსახული გოგო და ლამისაა ჩემთან გადმოძვრეს.

  - ჩოოოოოო! - არც მე ვაკლებ წივილს და საწოლზე ვხტუნავ.

  - ღმერთო ჩემო, როგორ მომენატრე ვერც კი წარმოიდგენ! - ყვირის და დიდზე იღიმის.

  - მე უფროოოო! რამდენი ხანი მოუნდი იქ ყოფნას რა უბედურებაა.

  - არც მე მჯერა, რომ ერთი კვირა იმ პირველყოფილურ პირობებში გავატარე, წარმოგიდგენიაა?! ტელეფონიც კი არ იჭერდა რომ შენთვის დამერეკა, - ხმამაღლა ლაპარაკობდა და თან ხელებს იქნევდა.

  - დაწყნარდი, მთავარია ახლა აქ ხარ, - დავამშვიდე.

  - შენ რას შვრები, რაო სუმანმა? - ახალი ამბისთვის მოხერხებულად მოკალათდა და ინტერესით მომაჩერდა.

  - რაო დაა... ჩო შენ ახლა ძაან დიდ პატივში ხარ, იმიტომ რომ ენსითის მთავარ მენეჯერს უყურებ, - გავიჯგიმე და ცხვირი ავწიე.

უარესად აწივლდა, ღმერთო ჩემო, ეს საერთოდ ჩემი დაქალი როგორაა.

  - მოიცა, ანუ ახლა ბიჭებთან ერთად იცხოვრებ და რამე?

  - უკვე ვცხოვრობ, - ხელით ოთახზე ვანიშნე - ეს ენსითის დორმია ჩო.

თვალები გაუფართოვდა და პირი დააღო.

  - მოიცა... ანუ... ბიჭები მანდ არიან?  - ჩუმად დაიჩურჩულა.

მენეჯერიWhere stories live. Discover now