10

302 48 47
                                    

   - სამი, ორი, ერთი... დავიწყეთ! - ქორეოგრაფის ყვირილის მერე მუსიკა ირთვება, დიდი სარკის წინ ჩამწკრივებული ბიჭები კი ცეკვას იწყებენ.

ალბომის მთავარი სიმღერა არჩეულია, დანარჩენი სიმღერებიც. სხვათაშორის ისიც, თეიონმა რომ დაწერა.

ახლა ცეკვას სწავლობენ, ბოლოს კი კლიპს გადაიღებენ და სულ ეს იქნება.

ამჯერად ფეხზე მდგარი ვაკვირდები ყველაფერს. ბიჭები სინქრონში ერთად მოძრაობენ, რიტმულად.

მშვენიერია, თავს კარგად ართმევენ.

რამდენიმე წუთში სიმღერა მთავრდება და ბიჭებიც ჩერდებიან.

მთელი შემადგენლობა ტაშს ვუკრავთ, იმსახურებენ, ნამდვილად იმსახურებენ.

  - მშვენიერი იყო ბიჭებო! - ვიძახი ხმამაღლა და იატაკზე გაშოტილებს, წყლის ბოთლებს ვურიგებ -  ძაან მაგრები ხართ.

  - ახლა რა უნდა გავაკეთოთ? - ოხრავს დოიონი და კისერს იზელს.

  - არაფერი, ახლა ისვენებთ, სამი საათის განმავლობაში გადაბმულად ვარჯიში ხუმრობა არ არის. დღეს ყველაფერი გაუქმებულია და კარგად უნდა დაისვენოთ იცოდეთ, ხვალიდან კლიპის გადაღება იწყება, - ვეუბნები ყველას, თავს მიქნევენ და ფეხზე გაჭირვებით დგებიან.

დარბაზიდან გადიან და მათი მთავარი ოთახისკენ მიდიან.

ტელეფონს ვიღებ და კონტაქტებში შევდივარ, საჭირო ადამიანს მალე ვპოულობ და ვრეკავ.

  - გისმენ აერა.

  - ჯემინ, გარეთ ხარ?

  - კი, რა არის?

  - მისმინე, შეგიძლია აფთიაქში ელასტიური ბინტები იყიდო და ესემში მოგვიტანო?

  - რათქმაუნდა.

  - მადლობა საყვარელო.

  - არაფრის ნუნა.

ყურმილი გავთიშე და ბიჭებთან ოთახში შევედი.

ყველას სადღაც იყო მიგდებული.

მენეჯერიWhere stories live. Discover now