6

507 50 196
                                    

უზარმაზარ ბაღში ვარ, ულამაზესი ყვავილებით და ხეებითაა სავსე... ბედნიერი დავდივარ აქეთ-იქით და დიდზე ვიღიმი.

რა არის ჩემი ბედნიერების მიზეზი?!

მე ხომ შოკოლადის ბაღში ვარ.

ვილი ვონკას ბაღი მონაგონია, ისეთი სილამაზე სუფევს აქ.

შოკოლადის ხეები და ყვავილები, შოკოლადის ბალახი, შოკოლადის ნაკადული, შოკოლადის ჩიტები და პეპლები.

უნდა გავსინჯო.

ხელს შოკოლადის ხისკენ ვიწვდი, რომ შოკოლადის ვაშლი მოვწყვიტო...
ცოტაც... ცოტაც და ჩემი იქნება...

მოიცა რატო ვჯანჯღარებ?

ვიღაც მთელი ძალით მაჯაჯნჯღარებს.

ლამისაა ჩემი ხელებით დავახრჩო ამ სამოთხე სიზმრის დამრღვევი, რომ წინ ჩონლოს შეშფოთებული სახე მეჩეხება.

სახეს ვისრეს და ლოგინიდან ვიწევი.

- რა ხდება? - ვკითხულობ მძინარე ხმით.

- ნუნა ჯისონი ცუდადაა... ძალიან ცხელია და არ ვიცით რა ვქნათ, - სწრაფად აყრის სიტყვებს ერთმანეთს.

თვალებს უცებ ვჭყიტავ.

- რა? ჯისონი ცუდადაა?

თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს.

ღმერთო, ჩემი ახალი ბავშვი ცუდადაა.

საწოლიდან სწრაფად ვდგები, სკამზე გადაკიდებულ ხალათს უცბად ვირგებ სხეულზე და ოთახიდან ჩონლოსთან ერთად გავდივარ.

ჯისონის ოთახში ხალხმრავლობაა, მგონი მთელი ოცი კაცი აქაა.

მე რომ მხედავენ განზე იწევიან და გზას მითმობენ.

- რა ხდება... როგორაა? - ვკითხულობ როგორც კი შიგნით ვაღწევ და ჯისონის საწოლს ვუახლოვდები.

- ძაან მაღალი სიცხე აქვს.. არ ვიცი რა სჭირს, - თეიონი სასტიკად დაბნეული მხვდება.

მენეჯერიWhere stories live. Discover now