- ნუნააააა, - ჩონლო იმხელა ხმაზე მეძახის, ყურსასმენებშიც კი მესმის. დამფრთხალი ვხტები საწოლიდან და ქვემოთ ჩავრბივარ იმის შიშით რომ რამე ცუდი მოხდა.- რა ხდება?! - ვიძახი ეგრევე როგორც კი მისაღებში შევდივარ.
- სონჩანმა და შოთარომ სად უნდა დაიძინონ? - მეკითხება ბიჭი და ჩიფსის ჭამას უდარდელად აგრძელებს.
- გული გამიხეთქე ჩონლო, - შვებით ვოხრავ და თავისუფლად ვისუნთქავ.
- ცარიელი ოთახი აღარ გვაქვს, - მეუბნება თეიონი, - მოგვიწევს თავიდან გადავნაწილდეთ.
- კარგი. იუტა! - ვეძახი ბიჭს რომელიც რამდენიმე წამში ოთახში შემოდის, - ვისთან ერთად ხარ ოთახში?
- მე, ვინვინი და ჰეჩანი ვართ, - მიპასუხა, - წესით თეილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მარკთან ჩხუბის მერე ჰეჩანმა ადგილის გაცვლა სთხოვა.
- ჰეჩან, - ვუბრუნდები დივანზე მჯდომ ბიჭს,- შენს ოთახში ბრუნდები, თეილიც ისევ მანდ დარჩება, მის ნაცვლად კი იუტას და ვინვინს, შოთარო დაემატებათ.
უთქმელად დამიქნიეს თავი.
- სონჩან, შენ ჯემინთან და ჯენოსთან დარჩები, მათთან დიდი სივრცეა... აბა, ვინმე უკმაყოფილო ხომ არ არის? - დავამატე ბოლოს.
- არა, - ყველამ ერთდროულად მიპასუხა.
- მშვენიერია, ახლა დაიძინეთ, გვიანია.
ბიჭებს ტკბილი სიზმრები ვუსურვე და ჩემს ოთახში ავბრუნდი. გადავწყვიტე ჩოსთვის დამერეკა.
კომპიუტერი ჩავრთე და სკაიპით დაკავშირება ვცადე. რამდენიმე წუთში ეკრანზე ჩოს სახე გამოჩნდა.
- გამარჯობა ლამაზო ქალბატონო, - მივესალმე და ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე, - როგორ ხარ?
- შენი აზრით?
- როგორც თევზი უდაბნოში ხომ? - ვცადე გამოცნობა.
YOU ARE READING
მენეჯერი
Randomყველა ქეიპოპერს არ აქვს საშუალება ენსითის მთავარი მენეჯერი გახდეს, მაგრამ ჩე აერასთვის შეუძლებელი არაფერია. (ფიკი ატარებს ხუმრობით შინაარს, შეგიძლიათ სერიოზულად არაფერი მიიღოთ)