32

225 35 59
                                    

თეიონთან ერთად აეროპორტის ჰოლში ვდგავარ და აქეთ-იქით ვიყურები. ვეივის თვითმფრინავი ათი წუთის წინ დაეშვა თუმცა ბიჭები ჯერ არ გამოჩენილან.

იმედია სადმე არასწორად არ გადაუხვიეს და არ დაიკარგნენ. ჩინეთში ქუნის გარეშე იყვნენ, ამიტომ მიმხედავი არავინ ჰყავდათ, რაც უფრო მეტად ზრდიდა იმის რისკს, რომ რამე სასწაული დაემართებოდათ.

- აი მოდიან! - წამოიძახა უეცრად თეიონმა და ხელით მანიშნა.

ჩვენსკენ მომავალი ბიჭები დავინახე, აქეთ-იქით დაცვები ამოდგომოდნენ.

როცა მოგვიახლოვდნენ სათითაოდ ყველა მოვიკითხე.

- აბა, როგორი დრო გაატარეთ ჩინეთში? - ვკითხე და თან მათთან ერთად გასასვლელისკენ დავიძარი.

- კარგი იყო, მაგრამ ყველანი მოგვენატრეთ, - მიპასუხა ვინკომ.

- მოიცა, მე რომ გკითხე ხომ მიპასუხე არავინ არ მენატრებაო?! - აღშფოთებული ხმით წამოიძახა იანმა.

ვინვინმა ბიჭს მხარში ჩაარტყა და მოაკეტინა, მერე კი მე და თეიონს გამოგვხედა განწირული ღიმილით.

- იტყუება! - გვითხრა ბოლოს და გაგვეცალა.

- რომ გითხრა მიკვირს თქო არა, - მიჩურჩულა თეიონმა სიცილით, - შენ კიდე ნუ ხარ ჩამშვები, - უთხრა ბოლოს გატრუნულ იანიანს.

- ვინვინს მართლა მოენატრეთ უბრალოდ ამას არ აღიარებს, - დაგვამვიდა შიაოჯუნმა.

- რა დროს ვინვინია, სახლში მინდა! - დაიწუწუნა ჰენდერიმ.

- მაშინ წავედით, - ვუთხარი ბიჭებს და აეროპორტიდან გამოვედით.

დორმში მალე დავბრუნდით. მას შემდეგ რაც ბიჭებმა ბარგი დააბინავეს და მოწესრიგდნენ, ყველანი მისაღებში შევიკრიბეთ. ყველანი რა, ვინც სახლში ვიმყოფებოდით ისინი.

რათქმაუნდა არ დამაცალეს არაფრის თქმა და თვითონ გააგებინეს მათ ჩანგიუნის შესახებ. ახლა უკვე მთელმა ენსითიმ იცოდა ჩემი  ურთიერთობის შესახებ.

მენეჯერიWhere stories live. Discover now