4

365 47 18
                                    

 - ჯუუუჰაააან... მოგკლაააააააააავ!

ოთახიდან გამწარებული გამოვდივარ და გეზს პირველი სართულისკენ ვიღებ. ვიკიდებ იმ ფაქტს, რომ გამოცვლა ვერ მოვასწარი და მხოლოდ გრძელი მაისურის ამარა ვარ და მისაღებში ვვარდები.


თვალებს ბიჭებს ვავლებ, რომელთა მზერაც ჩემზეა მომართული და საჭირო ადამიანს ვპოულობ.

  - ხომ ვერ ამიხსნი ეს რა არის? - წარბებს ზემოთ ვქაჩავ და ჯუჰანს ტელეფონის ეკრანს ვუჩვენებ რომელზე ფოტოა გამოსახული.

 

  - მე... აერა... შემთხვევით მომივიდა, - ამოილუღლუღა და თვალი ამარიდა.

  - ნუნა, ჯერ უნდა ჩაგეცვა, სახლში ბიჭები ვართ, - ჩანგიუნი ხალათით ხელში მიახლოვდება და მატერიას მხრებზე მაფარებს, ხელებს სახელურებში ვუყრი და სხეულს ვიფარავ.

ბიჭები ვართო ისე ამბობს, თითქოს მე ვიყო აქ გეი.

  - და რა მოხდა? - კითხვას სვამს ჩემი ძმა.

  - რა და... ამ ვაჟბატონმა, - თითს შეშინებული ჯუჰანისკენ ვიშვერ, - დღეს დილით მე და ჩანგიუნს ფოტო გადაგვიღო, შემდეგ კი შემთხვევით თქვენს ოფიციალურ გვერდზე ატვირთა.

  - ეგრევე წავშალე, - ამოიკნავლა ჩუმად.

  - ფანებმაც ეგრევე მოასწრეს ფოტოს შენახვა, - დავუბრიალე თვალები.


  - არაუშავს, უბრალო ფოტო დიდ აჟიოტაჟს არ გამოიწვევს, -  დამამშვიდა შონუმ.

  - არა შონუ, იმ ფოტოში ჩანგიუნი წელზემოთ შიშველია, მე კი მის სხეულზე ვარ შემოხვეული და ვეხუტები. როცა გვეძინა მაშინ გადაიღო ამ ლაწირაკმა ფოტო, ხოდა აი ასე ნახეს ფანებმა როგორ ეხუტება ვიღაც გოგო, მათ აიდოლს.

ბიჭებს ოხვრა აღმოხდათ.

  - და ყველაფერთან ერთად, მათ ჩემი ექაუნთი იპოვეს ინტერნეტში, ამიტომ ამჟამად უკვე 250-ზე მეტ მესიჯს ვფლობ სადაც მლანძღავენ, მაგინებენ და მეუბნებიან რომ მისი შეხების ღირსი არ ვარ... უი კიდე მეუბნებიან რომ თავი მოვიკლა, რადგან მახინჯი არარაობა ვარ, - დივანზე ოხვრით ვეშვები.

მენეჯერიWhere stories live. Discover now