18

195 35 4
                                    


ბიჭები უკვე ესემში წასასვლელად ემზადებიან, დაჯილდოებისთვის პერფორმანსია მოსამზადებელი.

თეიონი ისევ წევს, ფეხი ჯერ კიდევ არ მორჩენია. რათქმაუნდა არაფრის დიდებით არ მივეცი უფლება რომ ბიჭებთან ერთად წასულიყო კომპანიაში. ამიტომ ახლა ჩემზე გაბრაზებულია.

- აბა თქვენ იცით, თუ მოვახერხე დღეს მოვალ მეც, - ვემშვიდობები ბიჭებს რომლებიც სახლიდან გადიან და კარებს ვხურავ.

გადავწყვიტე სახლში დავრჩენილიყავი.

სამზარეულოში შევდივარ და თივაისთვის საჭმლის მომზადებას ვიწყებ.

როგორმე უნდა შემოვირიგო, ამიტომ ბლინების კეთებას ვიწყებ. დიდი ხანი არ მჭირდება, სულ ცოტა ხანში ფუმფულა და ცხელი ბლინები ერთმანეთის მიყოლებით ეწყობა თეფშზე. თაროდან შოკოლადის მუსს ვიღებ, რომელსაც ბლინებზე ვასხამ. გვერდით კი რამოდენიმე ბანანის და მარწყვის ნაჭერს ვუდებ. ისე გამოიყურება მეც მინდება ჭამა.

ბლინების მერე სმუზის კეთებას ვიწყებ, რამოდენიმე სახეობის ხილს ვჭრი და ვაბლენდერებ, ცოტა იოგურტს ვუმატებ და ჭიქაში ვასხამ, ზემოდან კი ლამაზად კრემითაც ვაფორმებ. ბოლოს ჭიქაში საწრუპს ვდებ და ეგაა.

ყველაფერს ერთად სინზე ვდებ და სამზარეულოდან გამოვდივარ. კიბეებზე ფრთხილად ავდივარ, თეიონის ოთახს ვუახლოვდები და შიგნით შევდივარ.

რომ მხედავს იბუსხება და ზურგს მაქცევს.

- ბავშვივით ნუ იქცევი, - მეცინება და მის საწოლს ვუახლოვდები. სინს ტუმბოზე ვდებ და ლოგინზე ვჯდები.

ხმას არ მცემს.

- ბლინები გაგიკეთე შოკოლადით და კიდევ ხილის სმუზი, - ვამბობ ხმამაღლა, - ჯერ კიდევ თბილია და ისე გემრიელად გამოიყურება ვერც კი წარმოიდგენ.

- არ მინდა, - მესმის მისი ბუზღუნი.

- კარგი, როგორც გინდა, - მხრებს ვიჩეჩავ და ვდგები, - წავალ მაშინ და ვინმე სხვას მივუტან.

მენეჯერიWhere stories live. Discover now