28

185 34 10
                                    

ერთი კვირა სწრაფად მიიწურა, მე და თეიონი ყოველ დღე ახალ ადგილებში ვატარებდით დროს. ვგრძნობდი რომ ბიჭი სულიერად მშვიდდებოდა რაც ძალიან დიდ ბედნიერებას მანიჭებდა.






***

- დღეს ბოლო დღეა, - სევდიანად ამოიოხრა თეიონმა.

- ხო, - ჩუმად ჩავილაპარაკე და ჭიქიდან უკვე გაციებული ჩაი მოვსვი, - კიდევ დიდხანს დაგტოვებდი აქ, მაგრამ ჯგუფის აქტივობებიდან გამომდინარე ახლა ეს შეუძლებელია.

- რათქმაუნდა, ამას მეც არ მოვისურვებდი, - წამოიძახა ბიჭმა, - ახლა ჩემი ჯგუფის გვერდით უნდა ვიყო, დასვენების დრო არ მაქვს.

- ხანდახან მაოცებ, - გამეღიმა მის სიტყვებზე.

გაკვირვებული სახით გამომხედა.

- უბრალოდ, შენს თავზე თითქმის არასდროს ფიქრობ, მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის ჯგუფია.

- ისინი ჩემთვის უძვირფასესი ადამიანები არიან, უბრალოდ არ შემიძლია რომ მათზე არ ვიფიქრო, - გაეღიმა.

- ამ ცხოვრებაში ყველას უნდა ჰყავდეს ერთი შენნაირი ადამიანი, - ჩავილაპარაკე და ცარიელი ჭიქა ძირს, ბალახზე დავდე.

- იგივეს ვიტყოდი შენზე.

- ბნელდება და აცივდა, - წამოვდექი ჰამაკიდან, - წამოდი შევიდეთ.

თეიონი მისაღებში შევიდა, მე კი სამზარეულოსკენ გავეშურე.

მაცივარი გამოვაღე და უცებ რამოდენიმე ბოთლ სოჯუს მოვკარი თვალი.

- თქვენი არსებობის შესახებ სულ დამავიწყდა, - გამეცინა და ბოთლები გამოვალაგე.

სოჯუს დარჩენილი ჩიფსის პაკეტებიც მოვაყოლე და მისაღებში შევედი.

- დალევაზე რას იტყოდი? - ვკითხე დივანში მჯდომ თეიონს და ყველაფერი მაგიდაზე დავაწყე.

- უარს ნამდვილად არა, - გაეცინა და სოჯუს ბოთლს დასწვდა.

მენეჯერიWhere stories live. Discover now