3

446 50 74
                                    

 - რათქმაუნდა, როგორ გამორჩებოდათ ეს ამბავი, მაგათი საქმეც ეგაა, სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა.

სავარძელში ოხვრით ვეხეთქები.

  - რა ვქნათ? - მეკითხება დირექტორი.

  - შენ საერთოდ სთარშიფის დირექტორად ვინ დაგნიშნა, - ვოხრავ ხელმეორედ.

  - მამათქვენმა აერა.

უი ხო, დამავიწყდა.

კიდევ გამარჯობა მამა.

  - ამას ბევრი ჩალიჩი არ სჭირდება, განაცხადე რომ მისი და ვარ, აეროპორტში დამხვდა და ვსიო, არავინ არ ახევთ ბიჭს.

თავი დამიქნია, იქვე მდგარ ქალს რაღაც უთხრა და სავარძელში ჩაჯდა.

  - ახლა მთავარი, - დავსერიოზულდი და მივუბრუნდი - ბიჭებს დაუძახე.

რამდენიმე წუთში ყველა ჩვენთან ამოვიდა.

ვანიშნე დამსხდარიყვნენ.

  - რა ხდება?

  - მოთმინება მინჰიოკ, - დავუბრიალე თვალები, ამოიოხრა და ხელები გადააჯვარედინა.

  - ეს საქმე თქვენთან ერთად უნდა განგვეხილა, ამიტომაც დაგიძახეთ, - განუცხადა კაცმა.

  - ვონჰოს დაბრუნებაზე უნდა ვილაპარაკოთ, - ავუხსენი მე.

  - რა ლაპარაკი უნდა, დავაბრუნოთ და ვსიო, - წამოიძახა ჩემმა ძმამ.

თვალებით ვანიშნე დაწყნარებულიყო და თავის ადგილს დაბრუნებოდა.

  - ვონჰო გზაშია, მოვა და ყველა ერთად განვიხილავთ ამ ამბავს, - მივუბრუნდი ბიჭებს.

ცოტახანში კარზე კაკუნი ისმის, რამდენიმე წამის მერე კი ოთახში ჩემთვის კარგად ნაცნობი სხეული შემოდის.

  - ბოდიში დავაგვიანე, - უხერხულად იღიმის და ფეხზე წამოშლილ ბიჭებს ძლიერად ეხვევა.

აი ახლა მე შენ განახებ როგორ უნდა ჯგუფიდან წასვლა.

ბიჭებთან ხვევნა-კოცნის შემდეგ ჩემკენ მოდის.

მენეჯერიWhere stories live. Discover now