1 თავი

5K 115 1
                                    

- გილოცავ აბიტურიენტობას თათ.
ოთახში ღიმილიანი სახით შემოვიდა ნინი.
- თაია ნინი თაია.
დაბღვერილი სახით შევხედე ნინის.
მე თაია აბაშიძე, 17 წლის მეთორმეტე კლასელი და დღეიდან ოფიციალურად აბიტურიენტი. ვერ გეტყვით რომ მიხარია, საშინლად არ მინდა სკოლის დამთავრება მაგრამ ეს წლები ისე გარბის რომ...
- რამნიშვნელობააქ თათია და თაია ერთი და იგივეა.
- მოკეტე.
ჩანთაში ჩასადებად გამზადებული კალამი მისკენ გავიშვირე. მანკი ხელები დანებების ნიშნად ასწია.
- ისე მეც გილოცავ, ერთად ვართ აბიტურიენტები.
- უჰ... ხოო სამწუხაროდ.
ამოიხვნეშა და საწოლზე დაჯდა.
ნინი გიორგობიანი, ჩემი ერთადერთი და საუკეთესო დაქალი, ასევე კლასელი და მეზობელი. ნინი ჩემზე 4 თვით არის პატარა და ხანდახან დედასავითაც კი მექცევა.
დედა...
მე და ნინი პირისპირ სახლებში ვცხოვრობთ, მხოლოდ 1 ზარი და ესევე ერთმანეთთან ვართ. კარგია როდესაც შენი საუკეთესო მეგობარი შენი მეზობელია.
- ნინი შენ უკვე აქ ხარ?
თითქმის მძინარა დემემ შემოყო თავი და ნინის დაეჯღანა. არც ნინიმ დააყოვნა და იგივეთი უპასუხა.
- ბავშვები...
თვალები ავატრიალე და გავიღიმე.
- შენ დიდი ხანია რაც გაიზარდე თათ?
- თაია დემეტრე თაია!
მკაცრი ხმით მივუგე.
დემემაც უსიამოვნოდ აატრიალა თვალები და ოთახიდან გავიდა.
დემეტრე, არუყვარს ასე რომ მიმართავენ ამიტომ დემე. ჩემი ცოტა სულელი ძმა, უნდა ვაღიარო რომ მის გარეშე ჩემი ცხოვრება საშინელება იქნებოდა, არც ახლაა გადასარევი. დემე 21 წლის არის, მესამე კურსის სტუდენტია და სამართალზე სწავლობს. მამიკოს პროფესიის გაგრძელებას აპირებს, მომავალი ადვოკატია.
უჟმური არარის პირიქით ჩემგან განსხვავებით ძალიან მხიარულია მაგრამ ახალი გაღვიძებული რაღაც საშინელება მონსტრია.
ჩემს ოთახში შემოვიდა ჩემი შვილი, კუსა. ავიყვანე და ცხვირზე ვაკოცე. კუსა მალე 1წლის ხდება და უკვე საკმაოდ მძიმეა. არ დაიბნეთ კუსა ჩემი კატაა, ის ამ ოჯახის მესამე წევრია. მეოთხე კი ჩემი მამიკო გიორგია. ის ყოველთვის ზედმეტად დაკავებულია, ხანაც ჩვენი დედინაცვლით და ხან მისი სამსახურით. დიდად არ მიხარია მაგრამ ასეა თუ ისე ჩვენი ოჯახის მეხუთე წევრი ჩემი " უსაყვარლესი" დედინაცვალი თაკოა. ამაზე არაფერს არ გიამბობთ, არც არის რამე სათქმელი უბრალოდ გველია და ვსო.
ჩემს ჩანთაში ჩემი ფოტოაპარატი ჩავდე და სახლიდან დემესთან და ნინისთან ერთად გავედი. სკოლაში 15 წუთში მივედით, დემეს ლოყაზე ვაკოცე და მანქანიდან გადავედი. ჩვენი კლასისკენ წავედი, პირველ დღეს თავი ავარიდეთ და 16 სექტემბერს მივედით მე და ნინი. უაზრო ცერემონიების თავი არ გვქონდა და ამიტომ...
კლასთან ასასვლელ კიბეებზე ილია იდგა და მიღიმოდა, გვერდით გავიხედე და მზერა ავარიდე. მანაც არ დააყოვნა და წინ გადაგვეღობა. თავიდან ვცადე რომ მშვიდად დავლაპარაკებოდი მაგრამ არ გაჭრა. ერთი ხელით კედელს ეყრდნობოდა მეორეთი მოაჯირს, კედლიდან ხელი ძალით ავაღებინე და ისე გავიარე. ხელი მაჯაზე მომკიდა და გამაჩერა, წარბების დახმარებით ვანიშნე რაუნდოდა.
- როდის უნდა შემიყვარო?
ისევ ირონიულად ჩავიცინე და ამას მერამდენედ ვაკეთებდი აღარ მახსოვდა.
- კიდევ ერთხელ გაგიმეორებ რომ, შენს შეყვარებას ქვა შევიყვარო ჯობია.
თვალი ჩავუკარი და კიბებზე ავირბინეთ.
ილია გეგუჩავა, ჩემი პარალელი რომელიც ორი წელია ჩემზე ჭკუას კარგავს და პასუხს ელოდება მაგრამ ყოველდღე უარს ღებულობს. ცოტა თავხედი ტიპი თუმცა უნდა ვაღიარო რომ სიმპატიურია და საყვარელი.
არააა! ჩემი ტიპი არ არის.
კლასელებს თბილად მივესალმე და ბოლო მერხზე დავჯექი. ჩემი კლასელი გეგა შემოტრიალდა და გამიღიმა.
- რამოხდა წიქარაძევ.
- რაო გეგუჩავამ მომენატრეო.
- რაღაც მაგდაგვარი.
ამოვიოხრე და საზურგეს მივეყუდე, მანაც გაიცინა და შეტრიადლა.
ნეტავ იცოდეთ ის 4 გაკვეთილი რა უაზროდ გავიდა, ერთი სული მქონდა წამოვსულიყავი. სკოლას თავი კი დავაღწიე მაგრამ რეპეტიტორთან გავლა მაიც მომიწია, კიდევ კაი ახლოს იყო სკოლასთან თორემ ფეხით სიარულის თავი ნაღდად არმქონდა. ნინის ქცევებს დიდად ყურადღებას არ ვაქცევდი, დილიდანვე დაღლილი და მოშვებული ვიყავი.
კარები როგორცვე შევაღე ჩემი "უსაყვარლესი" დედინაცვალი დავინახე, ყალბი ღიმილით მივესალმე და ჩემს ოთახში გავედი.
რაც გინდათ ის მიწოდეთ მაგრამ ვერ ვიტან მაგ ქალს, თითქმის უკვე ორი წელია მისი დანახვაც კი მაღიზიანებს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში რაც გაიგო რომ დედიკო ხდება ჭკვაზე არარის და მთელს სახლში სიამაყით დაბრძანდება. შემდეგ მე მთხოვს რომ პატივისცემით მოვექცე რადგან ჩემი მომავალი დის ან ძმის დედაა. არცერთი არ მჭირდებიან არც მამაჩემი, ისედაც არც არასდროს მიგრძვნია მამაჩემის თანადგომა მაშიმაც კი როცა დედა დავასაფლავეთ...
მთელი საღამო ჩემს ოთახში ვიყავი, დემეც სახლში არიყო და რა უნდა გამეკეთებინა. იმ ქალის დანახვა არ მინდოდა და არ გავდიოდი, ბოლოს წყალი მომინდა და სამზარეულოში გავედი. მამა და ის " კელა" ჩახუტებულები ისხდნენ რომ დავინახე უსიამოვნოდ შევიშმუშნე, მამამ შემამჩნია და მაშინვე მოცილდა. ხმა არ გამიცია ისე შევედი სამზარეულოში და წყალი გამოვიტანე, უკვე ჩემს ოთახში ვბრუნდებოდი როდესაც მამას ხმა გავიგე.
- უკვე რადროა, სადარის აქამდე შენი ძმა?
- მე დემეს ძიძა არვარ, თანაც ესე პირველად არ იქცევა და მგონი უნდა შეეგუო. - ახლა შენს შვილს შენ უნდა ურეკავდე მეკი არ უნდა მსაყვედურობდე.
- თაია მამაშენს ესე ნუ ელაპარაკები.
- შენ ნუ ერევი ეს ოჯახური საქმეა.
- თაია ჩემს ცოლს წესივრად ელაპარაკე.
მამამ ტონს აუწია, კარის ხმა გავიგეთ და ყველამ შემოსასვლელისკენ გავიხედეთ.
- აი შენი ვაჟიც მოვიდა, დაწყნარდი მამა.
ოთახში შევედი და არავის აღარაფერი აღარ ვუთხარი. ჩემს ლოგინში მოვკალათდი და დასაძინებლად მოვემზადე. 5წუთში კარებზე კაკუნი გავიგე და წამოვჯექი. დემე შემოვიდა და საწოლზე დაჯდა.
- რამოხდა?
- უჰ არაფერი როგორც ყოველთვის, მამას ველაპარაკებოდი და ის კელა გამომიხტა მერე იმასაც ვუთხარი რაღაც მერე მამამ დაიცვა და...
- გასაგებია.
დემემ ჩაიცინა.
- შენ სად იყავი ამ დრომდე? უკვე 12საათია.
- ჯერ კატოსთან მერე, ლაშასთან და საბასთან.
- გასაგებია, რამე ხოარ ხდება რაც უნდა ვიცოდე?
- არა თაია დაწყნარდი, მე გავალ შენკი დაიძინე.
დაიხარა და შუბლზე მაკოცა.
ყოველდღე ვაანალიზებდი თუ რამდენად იღბლიანი ვიყავი რომ ესეთი ძმა შემხვდა.

შემიყვარდიWhere stories live. Discover now