7 თავი

2K 82 0
                                    

სარკეში ჩავიხედე აბუებული თმები დავილაგე და მისაღებ ოთახში გავედი. დემე დივანზე იჯდა და ტელევიზორს უყურებდა, მასთან მივედი გვერდით დავუჯექი და მივეხუტე. მშვიდი მეჩვენებოდა ან კატოს შეურიგდა ან კიდე მალევე დაიკიდა ეს ამბავი და შეეგუა. საათს ავხედე და უკვე 6 საათი ხდებოდა.
" კარგად მძინებია."
გავიფიქრე და ტელეფონს დავხედე. ნინისგან 3 ნარეკი იყო. დემემ მითხრა რომ მირეკავდა ნინი და მიკითხა. გადარეკვას ვაპირებდი მაგრამ ძალიან მეზარებოდა ლაპარაკი და ამიტომ ცოტახანი ტელეფონი გვერდით გადავდე. ბოლო ღამე იყო რაც მარტო ვრჩებოდით ხვალ მამა და თაკო მოდიოდნენ. ცოტახანში კარზე ზარი იყო და დემემ დაუძახა შემოდიო. კარში ლაშიკო შემოვიდა ლუდის ბოთლებით და ჩიფსებით. დემეს შევხედე.
- მარტოობის ბოლო დღეს ავღნიშნავთ.
გამეცინა და წამოვდექი ლაშასთან კოჭლობით მივედი, რომ დამინახა ასეთ დღეში ვიყავი გაკვირვებულმა შემომხედა.
- როდის მოასწარი, გუშინ რომ გნახე მთელი იყავი.
- ჰაჰაჰა, ახლაც მთელი ვარ უბრალოდ ფეხი ვიტკინე.
- თუ გტკივა დაჯექი არ იარო.
- სერიოზული არაფერი არ არის, აღარ მტკივა ისე.
- კარგი მაშინ მიხედე.
დემესთან წავიდა მაგრამ შემომიტრიალდა.
- ხო მართლა თუ არ გეზარება ყავა გამიკეთე რა?!
თავი დავუკარი და დემემ გამომძახა მეც გამიკეთეო. სამზარეულოში ვდუსფუსებდი, ჩიფსებს ჯამში ვყრიდი. ნინი შემოვიდა პარკები ეჭირა და კარი მიხურა. მაგიდაზე რომ დაალაგა იქიდან ბაუნტი გადმოვარდა და გახარებულმა დავიყვირე.
- აუ ნიი მიყვარხარ.
- მეც მაგრამ ეს პარკები საბამ მოიტანა.
სახე შემეცვალა მაგრამ მაინც გამეღიმა.
- ჰა მოყევი დროზე რამოხდა, როგორი დრო გაატარეთ.
- არვიცი რა დავარქვა.
- რა მოხდა?!
- ახლა მაგის დრო არ არის, მერე მოგიყვები. ეხლა წამოდი და გამატანინე ესენი.
დარჩენილი სასუსნაოებიც ჯამებში ჩავყარე და გარეთ გავიტანეთ.
დავინახე საბა აივანზე იდგა და ვიღაცას ელაპარაკებოდა რომ დაამთავრა მოვიდა და ჩემს წინ დაჯდა.
- ფეხი როგორ გაქვს თაია?
- უკეთესად.
ცივად ვუთხარი და დაბნეულმა ტელეფონში დავიწყე ყურება. ზარის ხმა გავიგე და კარისკენ წავედი გასაღებად.
- თათა?
- სურპრიზიი.
დაიყვირა და გიჟივით ჩავეხუტეთ ერთმანეთს.
- არ გელოდი.
- ხო შენრო არ გახსენდები შენმა ძმამ მაინც გამიხსენა და დამპატიჟა.
- ძალიან კარგად უქნია.
ქურთუკი და ჩანთა შემოსასვლელში დატოვა და ოთახში შევიდა. ლაშასგან თათას მისამართით უცნაურ საქციელს ვამჩნევდი და მივხვდი რომ მოეწონა. ლაშას მხარი გავკარი და გადავუჩურჩულე.
- შეყვარებული ყავს ძმაო.
მიხვდა ვისზეც ვეუბნებოდი და გაიცინა. ვიცინოდით, ვხუმრობდით მაგრამ საბა ძველ ფორმაში არიყო და მოწყენილობას ვამჩნევდი. ყველამ საკმაოდ დავლიეთ საბა იყო ცოტა ფხიზლად იყო და სამზარეულოში შევიდა ყავის გასაკეთებლად. ლაპარაკი მომინდა და ვითომ დასახმარებლად მეც უკან ავედევნე. სიმღერები ქონდათ ჩართული და ამიტომ სამზარეულოს კარი მივხურე. ყურადღება არ მოუქცევია ისე დაიწყო ყავის გაკეთება.
- ბოდიში ჩემი დღევანდელი საქციელისთვის.
ისევ ჩუმად იყო არაფერი არ მიპასუხა.
- არ მკითხავ რატომ მოვიქეცი ესე?
ჩემსკენ შემოტრიალდა და თვალებში შემომხედა.
- მომისმინე ვიცი რო ჩემს მიმართ არაფერს გრძნობ, ამ ყველაფერს უბრალოდ სისუსტე დავარქვათ. მომხდარს ვეღარ შევცვლით რაც იყო იყო ნუ ჩავუღრმავდებით ამ თემას.
ისევ შეტრიალდა და ყავის კეთება გააგრძელა.
- ხო რაც იყო იყო, აღარ განმეორდება.
აღარაფერი აღარ მიპასუხა მეც ავდექი და გამოვბრუნდი. მაგიდასთან ისე დავჯექი ვითომ არაფერი არ მომხდარა. საბამ რო ყველას ყავა დაგვირიგა, დემემ დაიწყო ლაპარაკი.
- ახალი წლისთვის სადმე წავიდეთ.
- ხოო გუდაურში.
ლაშიკოც აყვა. საბა ჩუმად იჯდა, მხოლოდ ეთანხმებოდა, ყველანი თანახმა ვიყავით.

შემიყვარდიWhere stories live. Discover now