9 თავი

2.1K 72 2
                                    

თათა და ბიჭები გავაცილეთ და ცოტახანი სახლში დავსხედით. სასრიალოდ წასვლა არ გვინდოდა არც დალევა ამიტომ რა გაგვეკეთებინა არ ვიცოდით. ნინიმ უკვე მოასწრო ჩემი დაკითხვა და მეც სიმართლე მოვუყევი. მხოლოდ ანგელოზზე, არ მითქვამს რომ საბას ვუყვარდი. სამზარეულოში გავედი და ყველასთვის ცხელი შოკოლადის მომზადება დავიწყე. ისივ ნინის და ლაშას ჩხუბის ხმა გავიგე და გამეცინა.  საბა შემოვიდა მალევე და გამიკვირდებოდა რო არ შემოსულიყო. ყურადღება არ მივაქციე და ტელეფონში დავიწყე ყურება. გვერდით დამიდგა და მომაშტერდა მისკენ სწრაფად შევტრიალდი და მასთან ისე ახლოს აღმოვჩნდი რომ მალე როარ მოვშორებოდი მეტაკებოდა და მაკოცებდა. უკან ფრთხილად დავიხიე, გული ისე მიცემდა რომ ვიფიქრე საბასაც კი ესმის თქო. ისევ ტელეფონი ავიღე და მას მივაქციე ყურადღება.
- არ დამვიწყებია გუშინ გიორგის როგორ ექცეოდი.
- ნურც დაივიწყებ.
სერიოზული სახით შემომხედა და ტელეფონი წამართვა.
- რას აკეთებ ცხოველო? დამიბრუნე დროზე.
- რომ გელაპარაკები უნდა მიყურო და ნაგლურად ნუ მელაპარაკები.
- რაღა გინდა ვერ მორჩი? თუ კიდევ რამის თქმა გინდა გისმენ.
- ჩემს მოთმინებას ნუ გამოცდი თაია.
მომიახლოვდა და დაბალი ხმით მითხრა.
- თორემ?
- ნახავ პატარა ქალბატონო.
ცხვირზე თითებით გამეთამაშა და ლოყაზე მაკოცა.
ისევ აბნეული დამტოვა. როგორ ვერ ვიტანდი ასე რომ მიდიოდა. დავეწეოდი დიდი სიამოვნებით მაგრამ სახლში ჩვენს გარდა სხვებიც იყვნენ და თავი შევიკავე.
სიმშვიდე შევინარჩუნე და ფინჯნებით გავედი ბავშვებთან.
არა უნდა ვთქვა, რასაც გავაკეთებ ყველაფერი უგემრიელესი გამომდის. ბლინებიც, ეს ცხელი შოკოლადიც. ბიჭებმა ისევ შემაქეს და არც საბამ დამაკლო კომპლიმენტები. ფილმი ჩავრთეთ და დივანზე მოვკალათდით, მციოდა და პლედი მოვიხურე. ლაშიკომ ასე რომ დამინახა ხელით მანიშნა და მის გვერდით დავჯექი, ხელები გაშალა და მიმიხუტა. მეც კომფორტულად მოვკალათდი და ფილმის საყურებლად მოვემზადეთ.
ლაშას ისე ვექცეოდი როგორც ძმას და ისიც ასევე, დად აღმიქვამდა. რაღაცით ვგავდით კიდევაც, ორივე ერთი თვალით ვუყურებდით სამყაროს.
ფილმი რომაინტიკული კომედია იყო " ლამაზმანი". სასიამოვნოდ ვუყურებდით, ვიცინოდით, ცოტა ამეტირა კიდევაც. საბას მზერას ვგრძნობდი, სულ ეღიმებოდა.  ფილმი რომ დამთავრდა სასრიალოდ გავედით მთაზე ილია ვნახე, გამიხარდა მისი დანახვა. სულ სხვანაირი მომეჩვენა, უფრო თბილი, მშვიდი და თავაზიანი. სურპრიზი, დემემ საღამოთი ჩემი კლასელი გეგა და ილია დაპატიჟა. საბას სასწაული სახე ქონდა ეს რომ გაიგო, გამწარდა და გაწითლა მგონია გასკდებოდა მალე. მის სახეზე სიცილი ძლივს შევიკავე მაგრამ ისეთი მკაცრი სახით მომხედა მაშინვე დავსერიოზულდი. დიდი ხანი არ გავჩერდით მალევე წამოვედით და მოვემზადეთ. სამზარეულოში დავტრიალდი და მე და ნინიმ ყველაფერი ჩვენი ხელით გავაკეთეთ, თან სამზარეულოში ჩვენი სკოლის "სვეწკი სასტავიც" გავჭორეთ. საბა შემოვიდა და ჩვენს შუაშუ ჩადგა, მე და ნინიმ ერთმანეთს შევხედეთ და გავიცინეთ.
- ძალიან მოწადინებულები ხართ დღეს.
საბამ დაიწყო ლაპარაკი და ნინიმ გააგრძელა.
- არა,როგორც ყოველთვის.
- მე ვერვიტყოდი, გახარებული ვარ კიი. ილიას ნახვამ ძალიან გამახარა.
საბას არ შევხედე ისე ვთქვი, არმინდოდა გამცინებოდა და ვეცადე რომ რეალური ყოფილიყო ჩემი ნათქვამი.  უცებ ლაშას ხმა გავიგეთ შველას ითხოვდა და ნინიმ გახედა.
- ესეიგი დღესაც მომიწევს გავუძლო და არავის არაფერი არ დავუშავო.
საბა ჩემთან უფრო ახლოს მოიწია.
- ზედემეტს არაფერს არ გააკეთებ.
დანა გავიშვირე მისკენ, მაგრამ ხელიდან გამომართვა და გვერდით გადადო. ხელები თეძოებზე მომხვია და მისკენ ნელ ნელა მიმიზიდა.  ისევ იგივე მომივიდა რაც მისი შეხებისას ყოველთვის მემართება ხოლმე. საკუთარი თავი ვაიძულე და ხელით მივაწექი რომ უკან დამეწია.
- ნუ მეხები საბა...
დავიჩურჩულე.
- როცა მომინდება მაშინ შეგეხები პრინცესა.
მანაც დაიჩურჩულა.
- მხოლოდ ოცნებებში.
მოვშორდი და ოთახში წავედი გასამზადებლად. სააბაზანოში შევედი და დუშის ქვეშ რამდენიმე ხანი ვიდექი გაშეშებული. მისი სიტყვების მოქმედების ქვეშ ვიყავი ჯერ კიდევ. თავს ძალა დავატანე რომ გონს მოვსულიყავი და ტანსაცმლის შერჩევა დავიწყე საღამოსთვის. დიდი ფიქრი არც დამჭირდა. შავი ზედა,ტანზე მოყვანილი შავი ქვედაბოლო და გვერდებზე ოდნავ შეხსნილი. სველი თმები გავიშრე კოსად შევიკარი და ქვემოთ ჩავედი. რახამაც საბას გაგიჟება გადავწყვიტე ბოლომდე უნდა მივწოლოდი. მისაღებში მხოლოდ საბა იყო, ბიჭები გარეთ იყვნენ გასულები და მწვადს წვამდნენ. საბას ყურადღება არ მივაქციე და გვერდი ავუარე, უცებ მაჯაზე ხელი მომკიდა და გამაჩერა.
- ჭკუიდან გადაგყავარ.
ხელი გავაშვებინე და მის წინ დავტრიალდი.
- აბა როგორ გამოვიყურები.
- უფრო ლამაზი შეუძლებელია.
ხელი წელზე ნაზად შემომხვია და მისკენ მიმწია.
- ნუ მეხები.
- სამზარეულოში რაც გითხარი გაგიმეორებ, როცა მომინდება მაშინ შეგეხები.
- მეც გაგიმეორებ რომ ამას მხოლოდ იცნებებში შეძლებ.
ხელი გავაშვებინე და უკან დავიხიე წასასვლელად, ნინი უნდა მომეძებნა.  სამზარეულოში გავედი და ნინიც იქ დამხვდა, რომ დამინახა ერთი დაუშტვინა მეკი თავზე წამოვარტყი ხელი.
- მშვენივრად გამოიყურები ლამაზო,
არა მოიცა ესე უნდა გითხრა. გამეტსნობი ლამასო?
- მასხარა ხარ. შენც არაჩვეულებრივად გამოიყურები.
  ბიჭების ხმა გავიგეთ და მისაღებში გავედით. რაღაცაზე იცინოდნენ და რომ დაგვინახეს გაჩუმდნენ. ორივემ კომპლიმენტებით აგვავსო. მალე ილია და გეგა უნდა მოსულიყვნენ.
- თაია, დღეს საუცხოვოდ ლამაზი ხარ, ნინი შენც არაჩვეულებრივად გამოიყურები მაგრამ თაიაზე რაღაც ამბები გავიგე. როგორც მითხრეს ილიას ჩვენი ლამაზი გოგო ყვარებია. ნუ ვერაფერს იტყვი გემოვნება ქონია ბიჭს.
- ხო ვერ შეგედავები.
ნარცისულად გავქნიე თავი.
- არც ილია არარის ცუდი ბიჭი, შენც ხომ არგაქვს რაიმე სიმპათია მის მიმართ.
- კარგი ბიჭია კი, მაგრამ აქამდე სერიოზულად არ მიფიქრია.
- მგონი პრინცესა უკეთესს იმსახურებს.
საბა ჩაერია საუბარში.
- მეც ვეთანხმები.
ჩემი ძმაც დაეთანხმა.
ზარის ხმა გავიგე და გასაღებად წავედი. გეგა და ილია შემოვუშვი სახლში. გეგა წესივრად ვერ ვნახე მთაზე და მონატრებულ მეგობარს ჩავეხუტე. მანაც უამრავი კომპლიმენტით ამავსო. ილიამაც ასევე და სიყვარულით სავსე თვალებით შემომხედა. გვერდი გვერდ დავსხედით.
- ილო მეჩვენება თუ შეიცვალე?! ოღონდ სასიკეთოდ შეცვლა ვიგულისხმე.
გადავულაპარაკე ჩუმად.
- მგონი ნამდვილად შევიცვალე.
- ძალიან მიხარია.
ყველანი კარგად ვერთობოდით მაგრამ იგივეს საბაზე ვერ ვიტყვი. მთელი საღამო მოღუშული იჯდა ეტყობოდა რომ სასტიკად იყო გამწარებული. ცოტა შემეცოდა კიდევაც, წამებში მეგონა რომ ილიას თავს დაესხმებოდა. მესიჯი მომივიდა და ტელეფონს დავხედე, საბა იყო.
"სამზარეულოში გამოდი თუ არგინდა შენს გვერდით მდგომს თავი გავუტეხო"
წამოდგა და ყავა შემოგვთავაზა, შემდეგ დასახმარებლად ერთ-ერთს დაგვიძახა და მეც წავყევი. სამზარეულოს კარი დაკეტა და ჩემსკენ წამოვიდა.
- სპეციალურად აკეთებ?!
- რას?
- თავს ძლივს ვიკავებ რომ ილიას თავი არ გავუტეხო.
- სულ ძალადობაზე როგორ ფიქრობ?!
- ნუ გამაგიჟებ.
- მოდი ყავის გაკეთებაში დამეხმარე.
- თაია!
ხელი მომკიდა და მისკენ შემატრიალა.
- იცოდე ყველას დავიკიდებ და შენთან ერთად გავიქცევი.
გულით გამეცინა.
- საბა ბევრი დალიე?
- შენ იცი რომ ძალიან მიყვარხარ.
- ხო მაგრამ როგორც ხედავ მარტო სიყვარული არ კმარა.
- ნუ მტანჯავ...
მისმა სიტყვებმა გული მომიკლა, თვალებიც კი ამიწყლიანდა. მინდოდა ჩავხუტებოდი მაგრამ ნინიმ ჩემი სახელი დაიძახა და სასწრაფოდ მოვშორდით ერთმანეთს. ყავა გავაკეთე და ბავშვებს გავუტანე, ნინიც მეხმარებოდა საბა კი წავიდა და თავის ადგილზე ისეთი სახით დაჯდა თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს.
მალევე წავიდნენ გეგა და ილია. ჩვენ გასეირნება მოგვინდა, კაბით გარეთ ვერ გავიდოდი საკმაოდ ციოდა და გავიყინებოდი. ოთახში ავედი და რაც შემეძლო თბილად ჩავიცვი.
  დათოვლილ ქუჩებს მივუყვებოდით, არცკი ვიცოდით სად მივდიოდით უბრალოდ გვინდოდა გვევლო. გზაზე ვიცინოდით ლაშა ნინის ნერვებს უშლიდა და ხან პირიქითაც. ბოლოს აიყვანა და თოვლში ჩააგდო. ყველამ მივბაძეთ და თოვლში ჩავწექით, ანგელოზი გავაკეთეთ. უცებ გუნდა მომხვდა მხარში, რომ ავიხედე საბა იდგა და იცინოდა. მეც წამოვდექი და აქ დაიწყო ომი, ერთმანეთს ვესროდით იმდენი ვიცინეთ სანამ მუცლები არ აგვტკივდა. ყველა სველი ვიყავით ამიტომ სახლისკენ სწრაფი ნაბიჯებით წავედით. მოვილაპარაკეთ რომ გაგვეთენებინა, ბიჭებმა მაღაზიაში ლუდი, ჩიფსები, მიწისთხილი და შოკოლადები იყიდეს. სახლში რომ მივედი ოთახში ავედი გამოვიცვალე და ჩემი ღუნღულა ღამისები ჩავიცვი. ზედ კატა ეხატა და ყოველთვის კუსას მაგონებდა. ძალიან მომნატრებია ჩემი კუსა.
  ქვემოთ არავინ არინ იყო მე და ნინის გარდა. სასუსნაოები ჯამებში მოვათაავსეთ და ტელევიზორის წინ მაგიდასთან დავალაგეთ. მალე ბიჭებიც ჩამოვიდნენ და მაგიდას შემოვუჯექით. ჯერ ზოგად საკითხებზე ველაპარაკებოდით ცოტა წავიკამათეთ კიდევაც. სიმართლე თუ მოქმედებას თამაში გადავწყვიტეთ და ბოთლი დავატრიალეთ.  ერთმანეთს ძალიან პირადულ კითხვებს არ ვუსვამდით გვერჩივნა ეს ღამე ყოველგვარი დაძაბულობისგან აგვეცილებინა. იმდენი დავლიეთ რომ ყველანი კარგად მთვრალები ვიყავით. ვხედავდი რომ საბა ბევრს არ სვამდა და ბოლოსკენ მეც მოვუკელი.  უკვე თენდებოდა სადღაც 5 საათი იყო რომ დაშლა გადავწყვიტეთ. ბოლო ღამე იყო ამ სახლში შუადღეს კი უკვე წავიდიდით. რატომღაც არ მეძინებოდა იმხელა ენერგია მომაწვა რომ მინდოდა გარეთ გავსულიყავი და მთლიანი გუდაური ფეხით შემომევლო. უშედეგოდ ვიწრიალე საწოლში და ბოლოს წამოვდექი. დაბლა ჩავედი და გამოსაფხიზებლად ყავის კეთება დავიწყე. მალევე საბამ შემოყო თავი და მთხოვა რომ მისთვისაც გამეკეთებინა. თბილად ჩავიცვი და აივანზე გავედი. სკამზე დავჯექი და ულამაზესი ფანტელების ყურება დავიწყე. საოცრად ლამაზად თოვდა, სიმშვიდეს მგვრიდა ეს ამინდი. ჩემი საყვარელიც კი იყო. საბა გამოვიდა და გვერდით სკამზე დაჯდა და ლაპარაკი დაიწყო.
- შენც ვერ დაიძინე?
- ვერა, მინდა ბოლომდე დავტკბე ამ დღით.
- არ გცივა?
- ცოტა მაგრამ ღირს კიდევაც.
საბამ ხელი პირზე მიიფარა და დაამთქნარა.
- გეძინება წადი.
- არა, მინდა შენს გვერდით ვიყო, თუ რათქმაუნდა წინააღმდეგი არ ხარ.
- არა, იყავი ასე უკეთესია.
ფინჯანი მაგიდაზე დაგდა და წამოდგა, მოაჯირს მიეყუდა და შემომხედა. თვალს არ მაშორებდა თან მიღიმოდა. მუცელში უსიამოვნოდ დამიარა, ჩემი ტვინი გაითიშა და ის გავაკეთე რაც ჩემ გულს უნდოდა. მეც დავდგი ფინჯანი და მისკენ წავედი, მთელი ძალით მოვეხვიე და მისი სურნელი ღრმად შევისუნთქე. ისე დავმშვიდდი როგორც არასდროს. ნელა დაიხარა ყურთან და ჩამჩურჩულა.
- მიყვარხარ პრინცესავ.
ყოველთვის ამის გაგონებაზე გული ასმაგად მიცემდა და ახლაც ეგრე მოხდა.
- შენთან მინდა საბა.
- ვიყოთ ასე რამდენი ხანიც გინდა, მე არ გაგდებ.
- არა, ახლა კი არა სულ მინდა.
ხელები გამიშვა და მომშორდა, დალაპარაკება სცადა მაგრამ არ დავაცადე.
- შენს გვერდით ისე ვგრძნობ თავს როგორც არავისთან. ჩემი ფიქრებიდან ვერ ამომყავხარ, ყოველთვის ჩემს ტვინში ტრიალებ სადაც არ უნდა ვიყო.
ტუჩებზე თითი მომადო და გამაჩუმა.
- პრინცესავ, ჩვენ საერთო მომავალი არ გვაქვს. არშეიძლება ჩვენი ერთად ყოფნა.
- ჩემი ძმის გამო?
- ხო.
- ასეც ვიცოდი, ისევ არგაქვს ძალა რომ ყველაფერი უთხრა. ჩემს გამო ამას ვერ აკეთებ.
- შენს თვალებში ჩემს მიმართ სიყვარულს რომ ვხედავდე წამით არ დავფიქრდებოდი.
გავჩუმდი, რა მეპასუხა ანდაც. ტკივილით სავსე თვალებით შემომხედა და ჩაიცინა. დგომა აღარ შემეძლო, სკამზე დავჯექი და თავი ხელებში ჩავრგე. ნაბიჯების ხმა გავიგე, მომიახლოვდა და თავზე მაკოცა.
- შენს თვალებში იმავეს თუ დავინახავ რასაც მე ვგრძნობ გეფიცები წავალ და არამარტო შენ ძმას არამედ ყველას გავაგებინებ თუ როგორ ძლიერად მიყვარხარ.
გავიდა. ისევ ისე მოიქცა როგორც ყოველთვის, ისევ გზააბნეული მარტო დამტოვა.

შემიყვარდიWhere stories live. Discover now